10 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან



ურთიერთობები კი არ უნდა გვირთულებდეს ცხოვრებას, არამედ უნდა გვჩუქნიდეს სიხარულს, ავსებდეს ჩვენს ცხოვრებას აზრით და გვაგრძნობინოს თუ რამდენად ძვირფასია ცხოვრება.

 

თუ თვლით, რომ თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის ურთიერთობა ნელნელა რთულდება, TOSTER.GE გირჩევთ წაიკითხოთ სტატია. დიდი შანსია, რომ მოცემული 10 რჩევა შეძლებს დაგეხმაროთ თქვენს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში.

1. დარწმუნდით იმაში, რომ გიყვართ საკუთარი თავი

დასაწყისისთვის აუცილებელია მიხვდეთ, რომ: არ გექნებათ ნორმალური ურთიერთობა, მანამდე სანამ საკუთარ თავს არ შეიყვარებთ. მშვიდად და უპირობოდ. იმდენად უნდა შეიყვაროთ საკუთარი თავი, რომ სურვილი გიჩნდებოდეთ გამოხვიდეთ გარეთ და ხმამაღლა იძახოთ ამის შესახებ, მოიწვიო საკუთარი თავი პაემანზე და გრძნობდე სიამოვნებას როდესაც სარკეში იყურები. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ გულწრფელად შეიყვაროთ სხვა ადამიანი, იმიტომ რომ უკვე გეცოდინებათ, როგორი სიყვარული შეგიძლიათ აჩუქოთ და მიიღოთ მისგან.

2. იყავით გულწრფელი საყვარელ ადამიანთან

ვერანაირი ურთიერთობა ვერ იქნება მარტივი და სასიამოვნო, თუ ორივე ადამიანი არ ამჟღავნებს თავის ნამდვილ გრძნობებს და ემოციებს. თუ რამე გაწუხებთ ან რაღაც გინდათ მისგან — უთხარით მას ამის შესახებ. გულწრფელობა არასოდეს გავნებთ. ადამიანებმა არიციან სხვისი აზრების კითხვა, ამიტომ საუკეთესო ხერხი რაიმე პრობლემის გადასაჭრელად — ესაა უბრალოდ დალაპარაკება ამ პრობლემაზე.

3. მიეცით ერთმანეთს თავისუფალი სივრცე

ორ ადამიანს არ შეუძლიათ ერთად იყვნენ 24 საათი დღეში და 7 დღე კვირაში. რათქმაუნდა თუ ფსიქიურად შეშლილები არ არიან. ადამიანებს სჭირდებათ სივრცე, საკუთარი ცხოვრება ურთიერთობების მიღმაც. არ შეიძლება ცხოვრობდე მხოლოდ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობით. მიეცით ერთმანეთს თავისუფალი დრო, კვირაში რამდენიმე დღე მაინც, რათა ორივე თქვენთაგანმა შეძლოს გაატაროს საღამოები თავის მეგობრებთან, ახლობლებთან, ან უბრალოდ საკუთარ თავთან. თქვენი ურთიერთობა უფრო და უფრო გაძლიერდება. ორივეს გამოგიჩნდებათ ახალ-ახალი საქმეები რაც შემატებს ინტერესს თქვენს ურთიერთობას, შესაძლებელს გახდის მუდმივად ახალი გაიგოთ მასზე და უკეთ გაიცნოთ თქვენი მეორე ნახევარი.

4. იყავი ის რაც ხარ

მის წინაშე ყოველთვის იდეალურად არ უნდა გამოიყურებოდეთ, იმიტომ რომ შეხედულების მიღმა, ის თქვენში აფასებს რაღაც მეტს. მიეცით მას საშუალება დაგინახოთ კოსმეტიკის გარეშე, სახლის პირობებში, უბრალო მაისურში. ბევრი ჩვენთაგანი ცხოვრობს მასკის ამარა იმის შიშით, რომ ხალხმა არ დაინახოს მათი ნამდვილი სახე, მაგრამ თუ გინდათ სერიოზული ურთიერთობა, პარტნიორთან აუცილებლად უნდა იყოთ ნამდვილი და გულწრფელი.

 

5. არ მისცეთ ეჭვიანობას თქვენი ურთიერთობის დანგრევის უფლება

ეჭვიანობას შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი ურთიერთობა, რამდენად სერიოზულიც არ უნდა იყოს ეს ურთიერთობა. გამოკვლევების მიხედვით, ეჭვიანობის ფესვები დამალულია ბავშვობის ფსიქოლოგიურ ტრავმებში, ან ხშირი უარის მიღების პრობლემაში, პარტნიორთან შეუსაბამობაში ან სხვებზე დამოკიდებულებაში. თუმცა ცოტაოდენი ეჭვიანობა საჭიროცაა და შეუძლია «ცეცხლის დანთება» ურთიერთობებში, მაგრამ როდესაც ეჭვიანობის დოზა ზღვარს სცდება — ეს ურთიერთობების დასასრულის დასაწყისია. ამიტომ სანამ თქვენს მეორე ნახევარს რამეში დაადანაშაულებთ და ეჭვიანობის სცენებს მოუწყობთ, დაფიქრდით: იქნებ თქვენშია პრობლემა? თქვენს კომპლექსებში და ტრავმებში? ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოაგვაროთ, თორემ ეჭვიანობის პრობლემა ყოველ ახალ ურთიერთობაში გამოიჩენს თავს.

6. უთხარით მადლობა, ყველაფერზე რასაც თქვენთვის აკეთებს

მნიშვნელოვანია უთხრათ უბრალო «მადლობა» თქვენს მეორე ნახევარს, ყველაფერი მშვენიერისთვის და თუნდაც უმნიშვნელოსთვის, რასაც ის ყოველ დღე აკეთებს თქვენთვის. მაგალითად გემრიელი საუზმისთვის ან უბრალოდ კარის დაჭერისთვის. ურთერთობას მუდმივად სჭირდება გამყარება, ამისათვის კი საჭიროა, მუდმივად მისცეთ საშუალება, რომ იგრძნოს თავი თქვენგან დაფასებულად.

 

7. მხარიდაუჭირეთ თქვენს პარტნიორს ნებისმიერ საკითხში

როგორი ურთიერთობაც არ უნდა გქონდეთ, ყველა პარტნიორს ყოველთვის სჭირდებათ ერთმანეთის მხარშიდგომა წარმატების თუ წარუმატებლობის პერიოდში. თუ მას სჭირდება დახმარება რთულ პერიოდში — მხარი დაუჭირეთ მას იმისდა მიუხედავად, თუ როგორ გადაწყვეტილებას იღებს. გახსოვდეთ, რომ საყვარელ ადამიანს თავისუფლება უნდა მისცეთ, ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელსაც საჭიროდ თვლის. არ ღირს ზეწოლა ან კრიტიკა პარტნიორის მიმართ.

 

8. გქონდეთ საკუთარი აზრი

იმისდა მიუხედავად, რომ თქვენ უსაზღვროდ გიყვართ თქვენი მეორე ნახევარი, გახსოვდეთ, რომ მის წინაშე არ უნდა დაიჩოქოთ, ყოველთვის დაეთანხმოთ და ყველაფერი გააკეთოთ რასაც გეტყვით. საერთოდ ერთმანეთთან ყველაფერზე დათანხმების შემთხვევაში წყვილს შეიძლება სასაუბროც ამოეწუროს, ურთიერთობისთვის საჭიროა განსხვავებული აზრი, ამ აზრის განხილვა და ერთმანეთის შეხედულებების უკეთ გაგება. ეს დაგეხმარებათ იცოდეთ მისი შეხედულებები სხვადასხვა საკითხზე, და გქონდეთ საკუთარი აზრი.

 

9. ნუ შეეცდებით თქვენი პარტნიორის შეცვლას

ეს მთავარი წესია: მიიღეთ საყვარელი ადამიანის თავისებურებები, თქვენთვის ნერვების მომშლელი თავისებურებებიც. მათი ნაკლები აქცევენ მათ უნიკალურად, შეეცადეთ შეეგუოთ ან გაუგოთ მათი ხასიათის უარყოფით გამოვლინებებს. ცადო შეცვალო ან "გამოასწორო" ის იგივეა, რომ წაართვა მას უნიკალურობა.

 

10. აგრძნობინეთ საყვარელ ადამიანს, რომ განსაკუთრებულია თქვენთვის

ყველას სჭირდება იმის ცოდნა, რომ განსაკუთრებულია. ეს ასეც არის, თუმცა სჭირდებათ დარწმუნება და მუდმივად შეხსენება, რომ პარტნიორისთვის მნიშვნელოვანი და შეუცვლელია. ხშირად გაუღიმეთ, არ დაგავიწყდეთ იშვიათად მაინც, თუნდაც სენტიმენტალური საჩუქრის გაკეთება, როცა საუბრობს მოუსმინეთ, მთელი ყურადღება მისკენ უნდა იყოს მიმართული და არა ტელეფონისკენ, დაინტერესდით როგორი დღე ჰქონდა, ხშირად შეეხეთ საუბრისას. გაიხსენეთ თქვენი პირველი შეხვედრა, საუკეთესო მომენტები რომელიც ერთად გაატარეთ — ეს დაგეხმარებათ ურთიერთობაში ნაპერწკლის გაღვივებაში. 

და კომპლიმენტებს ნუ დაინანებთ ერთმანეთისთვის.



სტიმული ავტორს მკითხველისგან



4683
2016-10-08


შეგიძლიათ წაიკითხოთ

ჩვენ სოციალურ ქსელებში


©2016 TOSTER.GE. ყველა უფლება დაცულია.დიზაინი დამზადებულია TOSTER.GE მიერ. საიტის კონტენტის სრული ან ნაწილობრივი კოპირება ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე იკრძალება.