როგორ ვიკითხოთ წიგნები სწორად



ის, რომ წიგნებს კითხულობთ, — უკვე კარიგა. მაგრამ უკეთესი იქნება, თუ სწორად წაიკითხავთ და მიიღებთ იმის მაქსიმუმს, რისი მოცემაც შეუძლია კონკრეტულ წიგნს.

 

რა არის წიგნის კითხვა?

 

  1. წიგნის გადაშლა.
  2. სიტყვების წაკითხვა.
  3. წიგნის დახურვა.
  4. შემდეგ წიგნზე გადასვლა.

 

ერთი შეხედვით, რა შეიძლება იყოს წიგნის კითხვაზე მარტივი, ხო? 

 

რათქმაუნდა, თუ კითხულობთ უბრალოდ იმისთვის, რომ  გაერთოთ ან გაიყვანოთ დრო, მაშინ წიგნის კითხვის სირთულე მართლაც, რომ არ სცდება ზემოთ მოყვანილ 4 ნაბიჯს. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ სურვილი გაქვთ, მიიღოთ წიგნიდან ცოდნა და ახალი გამოცდილება, მიხვდებით რომ ეს არც ისე ადვილია, როგორც უბრალოდ წიგნის გადაშლა და სიტყვების წაკითხვა.

 

რაში გვჭირდება ინსტრუქციები იმაში თუ როგორ წავიკითხოთ წიგნი?

ზოგი წიგნის გასინჯვაც საკმარისია, სხვები შეიძლება უცბად გადავყლაპოთ, და არის ისეთებიც, რომლებიც გვიწევს დიდხანს ვღეჭოთ და რთულად მოვინელოთ.

— ფრენსის ბეკონი

 

1940 წელს მორტიმერ ადლერმა დაწერა წიგნი «როგორ ვიკითხოთ წიგნები» — «How to Read a Book».  იყო შემდეგი გამოცემებიც, რომლებიც შეიცავენ მშვენიერ ინფორმაციას, თუმცა დღეს ჩვენ შევეცდებით ძალიან მოკლედ გავეცნოთ მის რამდენიმე დებულებას, გამოთქმულს დაახლოებით 75 წლის წინ და დღესაც აქტუალურს.

 

ის ამტკიცებს, რომ არსებობს 4 ტიპის განსხვავებული კითვის წესი.

 

  • ელემენტარული —  კითხვის ეს ტიპი, დასახელების აზრის პირდაპირპროპორციულია. ამ უნარს ჩვენ ვიძენთ დაწყებით სკოლაში, და ის ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ სიტყვები, გავიგოთ მათი აზრი, და მივყვეთ ძირითად სიუჟეტს.

 

  • ინსპექციური — ამ ტიპს ჩვენ ვუწოდებთ «ზერელედ კითხვას». ჯერ ვკითხულობთ გვერდის დასაწყისს, შემდეგ გადავდივართ ბოლოში, გზაში ვცდილობთ თვალში მოგვხვდეს მნიშვნელოვანი ფრაზები და ამით გავიგოთ ავტორის სათქმელის ძირითადი აზრი. ამ ხერხს ხშირად მიმართავენ მაშინ, როდესაც დიდი სასწავლო ან სამუშაო მატერიალის ათვისებაა საჭირო, თუმცა დრო დეფიციტშია.

 

  • ანალიტიკური — როდესაც ღრმად ეფლობით ტექსტის კითხვაში. თქვენ კითხულობთ ნელა და ყურადღებით, აკეთებთ ჩანაწერებს, ეძებთ სიტყვებს, რომლების აზრსაც ვერ იგებთ, და ცდილობთ შეძვრეთ ავოტრის გონებაში, რათა უკეთ გაიგოთ თუ რისი თქმა უნდა მას.

 

  • გამოკვლევითი — ამ ტიპს ძირითადად იყენებენ მწერლები და პროფესორები. ერთდროულად თქვენ კითხულობთ რამდენიმე წიგნს ერთ თემატიკაზე, იმის ძებნაში, რომ დაამტკიცოთ ან უარყოთ თქვენი თეორია ამ კონკრეტულ საკითხში. კითხვის ეს ტიპი საკმაოდ სპეციფიკურია, რომელიც უფრო სამსახურთანაა დაკავშირებული ვიდრე სიამოვნების მიღებასთან ან ჰობისთან.

 

დეტალურად განვიხილავთ კითხვის წესის მეორე და მესამე ტიპს, როგორც ყველაზე აქტუალურს და გამოსადეგს. იმიტომ რომ როგორც ვხვდები ელემენტარული კითხვა უკვე გეცნობათ, რადგან კითხულობთ ამ აბზაცებს, ხოლო გამოკვლევითი კითხვა საკმაოდ სპეციფიკურია და ბევრი არ დაინტერესდება მისით. ინსპექციური და ანალიტიკური ტიპის შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირადაა: ბევრს ისინი ესაჭიროება, თუმცა ძალიან ცოტა თუ ფლობს მათ. მაშ ასე, როგორ მოვიქცეთ, რომ ავიმაღლოთ კითხვის უნარი ელემენტარულიდან შემდეგ ეტაპზე?

 

ინსპექციური კითხვა

როგორც უკვე ვთქვით, ამ ტიპის კითხვა გამოიყენება მრავალ სიტუაციაში. მაგალითად, მაღაზიაში გჭირდებათ შეაფასოთ წიგნი და გადაწყვიტოთ იყიდოთ თუ არა, უცბად გაიგოთ შემცველობითი საბუთების ძირითადი აზრი, თვალი ადევნოთ თქვენი ინტერესების სფეროში ბოლო მოვლენებს. ნებისმიერ ამ შემთხვევაში თქვენთვის საჭირო ინფორმაციის შეფასებისთვის დაგჭირდებათ ტექსტის ზედაპირული კითხვა და დიდი მოცულობის ჩქარი გააზრება. ამისთვის უნდა მოიქცეთ შემდეგნაირად.

 

წაიკითხეთ დასახელება და შეისწავლეთ წიგნის ყდა.

ეს რჩევა ძალიან მარტივია, თუმცა ძალიან ბევრი უგულვებელყოფს მას და თავიდანვე გადადიან შინაარსზე. არადა ყველასთვის ცნობილია, რომ ავტორი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დასათაურებას და ყდის გაფორმებას, ხშირად მათში დებს წიგნის მთავარ აზრს (ან ნამიიოკს მთავარ აზრზე). თქვენ თუ შეძლებთ გამოიცნოთ ავტორის ეს გზავნილი, მაშინ თქვენთვის ბევრი რამ გახდება გასაგები ჯერ კიდევ პირველი აბზაცის წაკითხვამდე.

 

განსაკუთრებით გაამახვილეთ ყურადღება წიგნის პირველ ფურცლებზე

სარჩევი, წინასიტყვაობა, პროლოგი ეს გვერდები წარმოუდგენლად გამოსადეგია. ისინი მოგცემენ წარმოდგენას მთელ წიგნზე, მიუხედავად იმისა ეს წიგნი იქნება მრავალგვერდიანი სამეცნიერო ნამუშევარი თუ "პაოლო კოელიოს" ციცქნა.

 

გადახედეთ თავების დასახელებებს და ბოლო ხაზებს

განსაკუთრებით ეს ეხება საქმიან ან სამეცნიერო ლიტერატურას. სადაც შეგიძლიათ თავიდანვე გადახვიდეთ ბოლო აბზაცებზე, რომ გაიგოთ მთავარი დასკვნები, თუ დაინტერესდებით ამ დასკვნებით, შეუდგებით მათი მტკიცებულებების კითხვას.

 

შეისწავლეთ მკითხველების შეფასებები

თუ არჩევთ წიგნს ინტერნეტში, მაშინ თქვენ შეძლებთ გაეცნოთ სხვა მკითხველების აზრს. თუმცა ეს კომენტარები უნდა აღვიქვათ რაღაც დოზის სკეპტიციზმით, რადგან ხშირად დადებითი ან უარყოფითი შეფასებები იწერება სპეციალურად, ავტორის წიგნის გაყიდვების მოსამატებლად ან პირიქით შესამცირებლად. თუმცა არ გაგიჭირდებათ ისეთი საიტის პოვნა რომელიც აქვეყნებს მხოლოდ ნამდვილი მკითხველის შეფასებებს.

 

ამ რამდენიმე რჩევის გათვალისწინებით მარტივად შეძლებთ წიგნის შერჩევას და ამ წიგნზე წინასწარი აზრის ჩამოყალიბებას. ეს უნარი კი დაგეხმარებათ 5-10 წუთში აირჩიოთ ღირებული წიგნი და აღკვეთოთ წიგნების ზედმეტი ბალასტი თქვენი ცხოვრებიდან.

 

ანალიტიკური კითხვა

გაითვალისწინეთ, რომ არც თუ ისე ბევრი წიგნი იმსახურებს იყოს წაკითხული ამ ხერხით. ამ ხერხის გამოყენება მხოლოდ მაშინ ღირს, როდესაც გსურთ მიიღოთ იმის მაქსიმუმი, რისი მოცემაც შეუძლია კონკრეტულ წიგნს. თუ არ იცით ანალიტიკური კითხვის გამოყენება, ვერანაირი წიგნი — ყველაზე გამოსადეგი და საჭიროც კი, ვერ შეძლებს მოგცეთ ყველაფერი, რაც ჩადებულია მასში ავტორის მიერ. მოდით ვნახოთ, როგორ მივიღოთ მაქსიმუმი იმისგან, რასაც ვკითხულობთ.

 

დასაწყისისთვის, მიიღეთ ცოტა მეტი ინფორმაცია ავტორისა და მისი სხვა ნამუშევრების შესახებ

ავტორის პიროვნებაზე უბრალო ინფორმაციის მოძიებამ შეიძლება ნათელი გახადოს მისი ნამუშევრების თავისებურებები და მოტივები. ალბათ დამეთანხმებით, რომ წიგნი ფინანსურ წინსვლაზე უფრო მეტ ნდობას დაიმსახურებს, თუ მისი ავტორი უკვე წარმატებული ბიზნესმენია, და არა გაკოტრებული მოაზროვნე. ან, მაგალითად, რომანი ომზე სულ სხვანაირი წასაკითხი იქნება თუ ავტორის ბიოგრაფიაში არს შესაბამისი ეპიზოდები.

 

დაუთმეთ რამდენიმე წუთი ინსპექციურ კითხვას

სანამ ჩაეშვებით ტექსტის სიღრმეებში გამოყავით ცოტაოდენი დრო, წიგნთან წინასწარი გაცნობისათვის, რომელიც აღწერილია წინა ნაწილში. არ გამოტოვოთ შესაძლებლობა მიიღოთ ინფორმაცია დასახელების ანალიზიდან, წინასიტყვაობიდან და ასე შემდეგ.

 

დაუბრუნდით რთულ მომენტებს

წაიკითხეთ მთლიანი წიგნი ბოლომდე, თუმცა შეეცადეთ კითხვის პროცესი ძალიან არ გაწელოთ. ადლერი ამას უწოდებს «ზედაპირულ კითხვას» ანუ ისეთ კითხვას, რომლის დროსაც არ ვუღრმავდებით ყველა დეტალს, არამედ უბრალოდ ვეცნობით წიგნის შიგთავსს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როდესაც გვხვდება რთული ან ჩვენთვის გაუგებარი ადგილი, კი არ ვჩქარობთ მაშინვე გარკვევას, არამედ უბრალოდ ვინიშნავთ გაუგებარ ადგილს და ვაგრძელებთ კითხვას. როდესაც ვამთავრებთ წიგნს, აუცილებელია დავუბრუნდეთ ჩვენს მონიშნულ რთულ და გაუგებარ მომენტებს და მაქსიმალური ყურადღებით შევისწავლოთ ისინი. მიმართეთ დამატებით წყაროებს, ზოგიერთი ადგილი გადაიკითხეთ რამდენჯერმე და დასრულებისას არ უნდა გქონდეთ დარჩენილი ბნელი და გაუგებარი ადგილები.

  

მოამზადეთ მოკლე რეზიუმე

წიგნთან მუშაობის დასრულების შემდეგ კონსპექტში მოკლედ ჩამოაყალიბეთ ძირითადი შთაბეჭდილებები და მიღებული ახალი ცოდნა. ამის გაკეთებას გაგიმარტივებთ შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემა. იდეალური იქნება პასუხებს თუ ჩამოწერთ ხოლმე.

 

1. რაზეა წიგნი? ზოგჯერ იმდენად ვეფლობით ჩახლართულ სიუჟეტში ან ნაკლებად მნიშვნელოვან დეტალებში, რომ სულ გვავიწყდება ავტორის მთავარი აზრი. უბრალოდ რამდენიმე წინადადებაში გადმოეცით ნამუშევრის ძირითადი აზრი.

 

2. რა მოხდა და რატომ მოხდა? შეადგინეთ წიგნის მოკლე გეგმა. მხატვრული ლიტერატურისთვის ეს შეიძლება იყოს ძირითადი სიუჟეტური ჯაჭვი, სამეცნიერო ნამუშევრებისთვის — მთავარი თეზისები და ავტორის კოცეფციების დასტური.

 

3. წიგნში აღწერილი ქმედებები, ფაქტები და აზრები არის თუ არა საინტერესო, ნამდვილი, გამოსადეგი? როგორია თქვენი დამოკიდებულება წაკითხული წიგნის მიმართ? ეთანხმებით ავტორის აზრებს თუ თვლით, რომ ის ცდება?

 

4. რა დასკვნები გამოიტანეთ წაკითხული ტექსტიდან პირადად თქვენთვის? წიგნები წარმოადგენენ ძლიერ ინსტრუმენტს საკუთარი თავის და სამყაროზე შეხედულებების შეცვლისთვის. ამ საკითხს თუ სერიოზულად მივუდგებით, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ თუ წაკითხულმა წიგნმა საერთოდ არაფერი არ მოგცათ, მაშინ უბრალოდ ტყუილად დაკარგეთ დრო. ხო და შეეცადეთ ამ პასუხში დააფიქსიროთ, ყველაფერი რაც შეძელით გამოგეტანათ ამ წიგნიდან  და რაც დაგეხმარათ პიროვნულ ზრდაში.

 

მართალია, ასეთი სკრუპულეზური მიდგომით ვერ წავიკითხავთ წიგნების ორდას, და სავარაუდოდ ბევრისთვის ანალიტიკური კითხვა ძალიან დამღლელი იქნება. სამაგიეროდ თქვენ შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული, რომ ყოველი თქვენი წაკითხული წიგნი დატოვებს თავის კვალს და თქვენ მიიღებთ მაქსიმუმს ყოველი წიგნთან გატარებული საათისგან.



სტიმული ავტორს მკითხველისგან



3863
2016-10-09


შეგიძლიათ წაიკითხოთ

ჩვენ სოციალურ ქსელებში


©2016 TOSTER.GE. ყველა უფლება დაცულია.დიზაინი დამზადებულია TOSTER.GE მიერ. საიტის კონტენტის სრული ან ნაწილობრივი კოპირება ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე იკრძალება.