22 თანამედროვე საკულტო სერიალი



ყველას გვიყვარს დროის სასიამოვნოდ გატარება, სერიალების ან ფილმების ყურებაში. ზოგ სერიალს უბრალოდ სერიალსაც კი ვერ ვუწოდებთ, მათი ყოველი სერია სრულმეტრაჟიანი ფილმის ტოლფასია.

 

TOSTER.GE გთავაზობთ თანამედროვე საკულტო სერიალების ოქროს კოლექციას, რომლის ყურებაც ნებისმიერ ასაკში მოგგვრით სიამოვნებას.

 

 

Prison Break / გაქცევა

ინდივიდუალურობა, სტილი, მძაფრი შეგრძნებები და მოქმედებები აი რა არის სერიალი გაქცევა. მაიკლ სკოფილდი ძარცვავს ბანკს, მხოლოდ იმიტომ, რომ მოხვდეს ციხეში სადაც უსამართლოდ დაჭერილი მისი ძმა იმყოფება, ის წინასწარ გეგმავს გაქცევის დეტალებს და ტატუს სახით შეაქვს ციხის კედლებში. ციხეში კი არავინ იცის, რომ მაიკლი ამ ციხის არქიტექტორია და იცის ყველა კუთხე , რომელიც გაქცევაში დაეხმარება. 

Ξ Prison Break / გაქცევა — სერიალის ყურება

 

 

House, M.D / ექიმი ჰაუსი

არა! ეს ის არ არის სადაც ცხოვრობთ. ეს ექიმი ჰაუსია, პრეტენზიული, ცინიკური და ძალიან ჭკვიანი ექიმი ფეხის მუდმივი ტკივილებით, ის არავის ტოვებს გულგრილს: ზოგ პერსონაჟს სერიალში იმდენად აღიზიანებს, რომ მისი და მისი "ფეხებზემკიდე" ხასიათის ატანა არ შეუძლიათ, ხოლო ზოგი გაოცებული და აღტაცებულია მისი შეუდარებელი გონებით. 

Ξ House, M.D / ექიმი ჰაუსი — სერიალის ყურება

 

 

 How I Met Your Mother / როგორ შევხვდი დედათქვენს

5 მეგობარი რომელიც პირველივე სერიებში შეგაყვარებთ თავს, გაგიჩნდებათ სურვილი თქვენც გყავდეთ ასეთი მეგობრები. სერიალი მოგიტანთ მრავალ დადებით ემოციას, ამავდროულად დაგანახებთ ბევრ ცხოვრებისეულ მომენტს, რომელშიც შეიძლება თქვენც მოხვდეთ. რა შემიძლია ვთქვა ამ სერიალზე? შესანიშნავი მსახიობები, კარგი სცენარი, საინტერესო პერსონაჟები. ამ სერიალს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ «ლეგენ....მოიცა, მოიცა....დარული».

Ξ How I Met Your Mother / როგორ შევხვდი დედათქვენს — სერიალის ყურება

 

 

 The Mentalist / მენტალისტი

კალიფორნიის საგამომძიებლო ბიუროს კონსულტანტი პატრიკ ჯეინი. სექსუალური, უხეში, თავდაჯერებული თუმცა ამ თავდაჯერებულობის მიღმა მასკის უკან მალავს დიდ ტკივილს. სერიალში პატრიკი თავის გუნდთან ერთად იძიებს ბევრ საიდუმლოებით მოცულ დანაშაულს, თუმცა მის კოლექტივში ყოველთვის სიყვარული და ურთიერთგაგება არ სუფევს. იუმორი და დაძაბულობა პერსონაჟებს შორის არ ჰგავს გამოგონილს და ეს გვეხმარება სერიალის ატმოსფეროში ჩაფლობაში.

Ξ The Mentalist / მენტალისტი — სერიალის ყურება

 

 

Game of Thrones / სამეფო კარის თამაშები

ზამთარი გვიახლოვდება, მოემზადეთ!!! მთავარი გმირის სიკვდილი? პფფ.. სამეფო კარის თამაშებმა სერიალების სამყარო შეცვალა, ის აღსავსეა მოულოდნელობებით, საინტერესო დიალოგებით და ლამაზი ბრძოლებით. მასში არის ბევრი, ძალიან ბევრი სექსი და ძალადობა, ეს ბევრს არ მოსწონს და აკრიტიკებს, თუმცა ჩემი აზრით — მოითხოვო ეს სერიალი მსგავსი სცენების გარეშე, იგივეა რაც რესტორანში შეუკვეთოთ შემწვარი სტეიკი ხორცის გარეშე. ჰოდორ?!

Ξ Game of Thrones / სამეფო კარის თამაშები — სერიალის ყურება

 

 

Entourage / გარემო

სიტუაცია ვითარდება დღევანდელ ჰოლივუდში, ამომავალი ვარსკვლავის ვინსენტ ჩეისის გარშემო. ვინსენტი საკმაოდ ნიჭიერი მსახიობია და მისი სურვილია ჰოლივუდის სუპერვარსკვლავად იქცეს. ჰოლივუდში არის მეგობრებთან ერთად, ხოლო სერიალში ნაჩვენებია მისი და მისი მეგობრების თავგადასავლები. 

Ξ Entourage / გარემო — სერიალის ყურება

 

 

Lie to Me / სიცრუის თეორია

ზუსტად ისეთი სერიალია, რომელსაც შეუძლია დააინტრიგოს მაყურებელი და ეკრანთან მიაჯაჭვოს სერიის დასრულებამდე. და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის თიმ როთის მსახიობურ ნიჭს და მის ქარიზმატულობას. ის მზადაა წავიდეს ყველაფერზე სიმართლესთან მისაახლოვებლად, მისი მოტყუება ძალიან ძნელია. შეუძლია გაიგოს ტყუით თუ სიმართლეს ამბობთ თქვენი სახის მიმიკებით, უბრალო ჟესტით ან დაუფიქრებელი სიტყვით.

Ξ Lie to Me / სიცრუის თეორია — სერიალის ყურება

 

 

Friends / მეგობრები

თითქოს ყველაფერი მარტივია – ექვსი ადამიანი მეგობრობს, მათ სულ ფული სჭირდებათ, ჩხუბობენ, უყვარდებათ, შორდებიან. სამსახურს და საკუთარ თავებს ეძებენ ამ სამყაროში, მაგრამ თავისი არსებობის მანძილზე ამ სერიალმა 33 „ემის“ ნომინაცია და აურაცხელი თაყვანისმცემელი მოაგროვა. პერსონაჟები სერიალიდან «მეგობრები» მრავალი მაყურებელისთვის იქცნენ ოჯახის წევრებად. ხანდახან შეიძლება მოგვინდეს კიდეც, პერსონაჯების იუმორით აღსავსე სამეგობროს ნაწილი გავხდეთ.

Ξ Friends / მეგობრები — სერიალის ყურება

 

 

Breaking Bad / მძიმე დანაშაული

გსმენიათ ანფეტამინზე? ალბათ კი. მაგრამ, როგორ მზადდება? ეს ნამდვილად არ გეცოდინებათ, თუმცა უოლტერ უაითსმა კარგად იცის ეს, ის ხომ ქიმიის მასწავლებელია, უბრალო, პატიოსანი ქიმიის მასწავლებელი, რომელსაც ცხოვრებაში არ გაუმართლა თუმცა მისი ძლიერი პიროვნების ჩამოყალიბება სწორედ აქედან იწყება. ეს სერიალი ამერიკული ტელევიზიის მიღწევად ითვლება. მისი მაშტაბი, ატმოსფერო და მსხაიობების შესრულება სცდება უბრალოდ სერიალის საზღვრებს, სწორედ ის შემთხვევაა, როდეესაც ყოველი სერია სრულმეტრაჟიანი ფილმის ტოლფასია ხოლო ყოველი შემდეგი სეზონი წინაზე, უკეთესი და საინტერესო.

Ξ Breaking Bad / მძიმე დანაშაული — სერიალის ყურება

 

 

The Big Bang Theory / დიდი აფეთქების თეორია

«დიდი აფეთქევის თეორია» — სერიალი, რომელსაც შეუძლია მთელი 22 წუთიანი სერიის განმავლობაში, მაყურებელის სახის მიმიკური კუნთების მოდუნება შეუძლებელ დავალებად აქციოს. ყოველ სერიაში არის, ძალიან ბევრი ფსევდო ინტელექტუალური იუმორი და ამ იუმორის მიზეზი შელდონი კუპერია — ადამიანი სარკაზმი (ახალი სუპერგმირი TOSTER.GE_სგან).

Ξ The Big Bang Theory / დიდი აფეთქების თეორია — სერიალის ყურება

 

 

Skins / მოზარდები

სერიალი «მოზარდების» მთავარი გმირები ცხოვრობენ თავიანთი პრობლემების სამყაროში. ისინი მოზარდები არიან. გარდატეხის ასაკის დროს ხდება ადამიანის ხასიათის ფორმირება. ეს ასაკი კი უკვალოდ და უპრობლემოდ არასოდეს ჩაივლის. სამყარო ამ დროს სთავაზობს მოზარდებს სექსს, ნარკოტიკებს, წვეულებებს და ისინიც არ ამბობენ უარს შემოთავაზებაზე. ჩვეულებრივი, მშვიდი ცხოვრება თითქოს არ არსებობს, ან თუ არსებობს, ისინი მას არ სცნობენ. მათ სურთ დამოუკიდებლობა. სხვისი მოგონილი წესებით ცხოვრება, მათთვის უინტერესო და დამღლელია.

Ξ Skins / მოზარდები — სერიალის ყურება

 

 

Sons of Anarchy / ანარქიის შვილები

ანარქიის შვილები — მოგვითხრობს ამბავს მოტოციკლეტისტების კლუბ რედვუდ ორიგინალის წევრებზე და მათ ცხოვრებაზე. კლუბის წევრები ცდილობენ დაიცვანი თავისი ქალაქი, სხვა დილერებისგან და იარაღის გამყიდველებისგან, თუმცა თვითონ ყიდიან იარაღს. სერიალში მიმდინარეობს მუდმივი კონფლიქტი ბაიკერების კლუბებს შორის. არც თუ ისე ბევრ სერიალს აქვს, ასეთი დიდი შესაძლო ისტორიების და საინტერესო პერსონაჟების კრებული.

Ξ Sons of Anarchy / ანარქიის შვილები — სერიალის ყურება

 

 

Doctor Who / დოქტორი ვინ

დოქტორი — ექსცენტრიული უცხოპლანეტელი, წარმოუდგენელი გონების მქონე მოგზაური, რომელიც ებრძვის უსამართლობას და მოგზაურობს დროსა და სივრცეში თავისი ძველი ხომალდით, რომლის სახელიცაა «ტარდისი». ხშირად მოგზაურობს დედამიწელ მგზავრებთან ერთად. ტარდისი შიგნიდან ბევრად უფრო დიდია ვიდრე გარედან და გამოიყურება, როგორც ბრიტანული პოლიციის ჯიხური 60_ან წლებში. და მისი სახელი გამომდინარეობს Time And Relative Dimension In Space (TARDIS) აბრევიატურიდან. ხოლო ჩვენიი ⌊დოქტორი ვინ⌉ მიეკუთვნება დროისა და სივრცის მბრძანებელ რასას, რომლებიც პლანეტა გალიფრეიზე ცხოვრობენ.

Ξ Doctor Who / დოქტორი ვინ — სერიალის ყურება

 

 

New Girl / ახალი გოგო

კიდევ ერთი სერიალი მეგობრებზე, რომელიც სხვებს არაფრით ჩამოუვარდება, მთავარი გმირი ჯესიკა, არის მასწავლებელი დაწყებით კლასებში, ის ყოველთვის ოპტიმისტურად უყურებს ცხოვრებას თუმცა სასიყვარულო ფრონტზე არ უმართლებს. ჯესიკა გადაწყვიტავს გადავიდეს ახალ ბინაში, სადაც დახვდება მისი მომავალი ძალიან მხიარული მეგობრები და სერიალიც მათ თავგადასავლებს მოგვითხრობს.

Ξ New Girl / ახალი გოგო — სერიალის ყურება

 

 

Dexter / დექსტერი

სერიალის მთავარი გმირი დექსტერი მუშაობ მაიამის პოლიციაში სასამართლო მედექსპერტად. მას არ ესმის სიყვარული, არ აინტერესებს სექსი და არ აქვს გრძნობები. და რაც მთავარია, ის სერიული მკვლელია. მამამისი ძველი პოლიციელი იყო და მისგან კარგად ისწავლა სამხილების დამალვის ხელოვნება. ის არ კლავ უბრალო მოქალაქეებ, ალბათ იმიტომ, რომ ინტერესს არ იწვევენ მასში. სამაგიეროდ დამნაშავეებს მისი უნდა ეშინოდეთ, ის ხოცავს ყველას ვინც პოლიცას დაუსხლტა. მკვლელობა დექსტერისთვის მკვლელობა უბრალოდ ხელოვნებაა. თუმცა მაიამიში მას ხვდება ამ საქმეს უკეთ დახელოვნებული დამნაშავე, რომელიც დექსტერს აინტრიგებს.

Ξ Dexter / დექსტერი — სერიალის ყურება

 

 

ShameLess / უსირცხვილონი

სერიალი «უსირცხვილონი» მოგვითხრობს ფრენკ გალაჰერის ოჯახზე. ამ ოჯახს ყოველთვის სჭირდება ფული და ყოველთვის აქვს პრობლემები კანონთან. მაყურებელი ადვილად ეფლობა სერიალის ატმოსფეროში, ამაში მათ ეხმარებათ, სერიალის სცენარზე იდეალურად მორგებული მსახიობთა ჯგუფი. მათი გაცოცხლებული პერსონაჟები, იმდენად რეალურია, რომ მაყურებელს შეიძლება რეალითი შოუ ეგონოს. სერიალში თავმოყრილია ბევრი ჰომოფობიური და რასისტული ხუმრობები რაც უფრო რეალისტურს ხდის მას.

Ξ ShameLess / უსირცხვილონი — სერიალის ყურება

 

 

The Wire / მოსმენა

ამ სერიალს აქვს ძალიან მაღალი შეფასებები, მან ეს შეფასებები დეტალურად გათვლილი სიუჟეტით, სოციალურ-პოლიტიკური თემების საოცრად მძაფრი გამოკვლევით და ქუჩის ცხოვრების მაქსიმალურად რეალისტური გადმოცემით დაიმსახურა. სერიალმა ვერ მიაღწია დიდ ფინანსურ წარმატებებს, თუმცა ბევრი კრიტიკი მას უწოდებს «ოდესმე შექმნილ სერიალებს შორის საუკეთესოს».

Ξ The Wire / მოსმენა — სერიალის ყურება

 

 

Lost / დაკარგულები

დაკარგულები — ეს არის ნამდვილი საკულტო სერიალი,  რომელიც ადვილად შეძლებს ჩაგითრიოთ კუნძულის დამაინტრიგებელ, გამოუკვლევ სიღრმეებში ისევე, როგორც სერიალის პერსონაჟები ჩაითრია და აღარ უშვებს. საიდან მოხვდნენ კუნძულზე? დააბრალეთ ბერმუდის სამკუთხედს, თვითმფრინავის გაუმართავობას, კუნძულის განსაკუთრებულ მიზიდულობას ან სულაც რეჟისორის ჩანაფიქრს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ პერსონაჟები კუნძულზე მოხვდნენ და დაიწყო ჩამთრევი და საინტერესო თავგადასავლები.

Ξ Lost / დაკარგულები — სერიალის ყურება

 

 

Twin Peaks / ტვინ პექსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტვინ-პიქსში! მშვიდი და ლამაზი ქალაქი, სადაც საუკეთესო ყავას და ალუბლის უგემრიელეს ღვეზელს ამზადებენ. ერთი შეხედვით ტვინ-პიქსი გამოიყურება, როგორც განვითარებული ადგილი, სადაც პატიოსანი ადამიანები ცხოვრობენ. მათი ცხოვრება იდილიურს ჰგავს. მაგრამ აქ ყველა რაღაცას მალავს. იდუმალებით მოცული მკვლელობა, თვითმხილველების მისტიური გაუჩინარება, უცნაური წითელი ოთახი, კოშმარული ჰალუცინაციები და ა.შ.

Ξ Twin Peaks / ტვინ პექსი — სერიალის ყურება

 

 

Sopranos / სოპრანოს კლანი

ეს არის თანამედროვე ნათლიმამას ყოველდღიური ცხოვრება: მისი ფიქრები და მოქმედებები მიზანდასახულია, იუმორი კი - შავი. მაფიოზური ბოსი ტონი სოპრანო წარმატებულად წყვეტს "ოჯახის" პრობლემებს, მაგრამ საკუთარ ოჯახში პრობლემები აქვს: შვილები ხელიდან წავიდნენ, ქორწინება საფრთხის წინაშეა, დედა და სიდედრიც მხოლოდ პრეტენზიებს გამოთქვავენ და გონებას უწამლიან. ის ვეღარ უძლებს დატვირთვებს, რის გამოც ფსიქოლოგის კაბინეტში აღმოჩნდება.

Ξ Sopranos / სოპრანოს კლანი — სერიალის ყურება

 

 

Black Books / ბლექის წიგნების მაღაზია

ბლექ ბუქს. ზუსტად ასე ჰქვია წიგნის მაღაზიას ლონდონში. მისი მფლობელია ბერნარდ ბლექი, ის ირლანდიელია. მას როცა უნდა მაშინ კეტავს მაღაზიას, არ უწევს არანაირ კონსულტაციას კლიენტებს, მას მხოლოდ კლიენტების დაცინვა ეხერხება. ამასთანავე მას ძალიან უყვარს დალევა. ამ ყველანაირ უმსგავსო საქციელში ბერნარდს ეხმარება ფრენი — მოპირდაპირე მაღაზიიდან და მენი — კიდევ ერთი უქნარა...

Ξ Black Books / ბლექის წიგნების მაღაზია — სერიალის ყურება

 

 

Grey′s Anatomy / გრეის ანატომია

გრეის ანატომია — ეს არის სამედიცინო დრამა, თანამშრომლობს კომედიასთან და კარგად ითავსებს რომანტიკულ ჟანრსაც. ქიმია პერსონაჟებს შორის, არის ფენომენალური განსაკუთრებით მერიდიტ გრეის და დერეკ შეპარდს შორის. მათ აქვთ განსაკუთრებული გამოხატვის უნარი, რომელიც აიძულებს მაყურებელს კარგად შეიგრძნოს მათი სითბო ერთმანეთის მიმართ.

Ξ Grey′s Anatomy / გრეის ანატომია — სერიალის ყურება

 



სტიმული ავტორს მკითხველისგან



3265
2016-10-10


შეგიძლიათ წაიკითხოთ

ჩვენ სოციალურ ქსელებში


©2016 TOSTER.GE. ყველა უფლება დაცულია.დიზაინი დამზადებულია TOSTER.GE მიერ. საიტის კონტენტის სრული ან ნაწილობრივი კოპირება ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე იკრძალება.