10 საიტი ბიუჯეტური მოგზაურობისთვის



არასტაბილური ფინანსური მდგომარეობა — არ არის მიზეზი, თქვათ უარი დაგეგმილ მოგზაურობებზე. TOSTER.GE გთავაზობთ 10 საიტს, რომელიც დაგეხმარებათ იმოგზაუროთ იაფად და მინიმალური დანახარჯებით.

 

 

1⋅ Couchsurfing

ეს არის პოპულარული საერთაშორისო პროექტი, რომელიც უკვე მრავალი წელია ეხმარება მთელი მსოფლიოს მოგზაურებს გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნების კულტურას და ამავდროულად კარგად დაზოგონ. მისი ძირითადი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს საიტზე და ყველანაირი ჩანაფიქრის გარეშე მიიწვიოს ტურისტი თავის სახლში ღამის გასათევად.

ეს ურთიერთდახმარება ხორციელდება აბსოლიტურად უფასოდ, ამით ორივე მხარე მოგებაში რჩება. მოგება მდგომარეობს იმაში, რომ შეგიძლიათ გქონდეთ უშუალო კონტაქტი უცხო კულტურებთან, საინტერესო ურთიერთობა და რათქმაუდნა, შეგიძლიათ დაზოგოთ ფული სასტუმროზე ან ჰოსტელზე.

 

 

2⋅ Rome2Rio

ეს არის სუპერ გამოსადეგი საიტი მოგზაურებისთვის, რომელიც დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ იმოგზაუროთ თვითმფრინავით, მაქნანით თუ ავტობუსით. საიტზე ნახავთ ფასების შედარებას სხვადასხვა ტრანსპორტზე, მაპზე ნახავთ მარშრუტს და დროს რომელიც დაგჭირდებათ ამა თუ იმ ტრანსპორტით მოგზაურობის შემთხვევაში. თქვენგან საჭიროა მხოლოდ მიუთითოთ საიდან და სად მიდიხართ.

 

 

3⋅ HomeStay

თუ ქაუჩსერფინგმა თქვენი მოწონება ვერ დაიმსახურა და გნებავთ გაჩერდეთ ჰოსტელში, მინიმალური თანხის გადახდით. მაშინ ეს საიტი იდეალურია თქვენთვის. ჰომსთეი გაძლევთ საშუალებას შეადაროთ ჰოსტელების ფასები გაიგოთ რას იძახიან მათზე მათი სტუმრები და მიიღოთ გადაწყვეტილება იმის შესახებ თუ სად გაჩერდეთ და რა ფასად.

 

 

4⋅ StayDu

ქაუჩსერფინგის წარმატებას არ შეეძლო არ გამოეწვია მისი კლონების გაჩენა და სთეიდუ სწორედ ასეთი საიტია. ის ერთერთია ისეთ საიტებს შორის სადაც შეგიძლიათ იპოვოთ სტუმართმოყვარე ხალხი, რომლებიც პრაქტიკულად უფასოდ ან სახლში დახმარების სანაცვლოდ მოგვცემენ ღამის გასათევს. ასეთი სტუმართმოყვარე ხალხი კი მთელს მსოფლიოში, ყველა ქვეყანაში მოიძებნება.

 

 

5⋅ Hipmunk

ეს საიტი გამოადგებათ იმ მოგზაურებს, რომლებიც გეგმავენ მოგზაურობას მრავალი ავიაგადაფრენით სხვადასხვა ქვეყნებში. მხოლოდ აქ შეგიძლიათ მომენტალურად შეარჩიოთ და შეიძლინოთ ბილეთები არა მხულოდ «გადაფრენა და გადმოფრენა» არამედ «გადაფრენა, კიდევ გადაფრენა და მერე კიდევ გადაფრენა»

 

 

6⋅ Workaway

იმოგზაურეთ მთელს მსოფლიოში, ყოველ დღე გაიგეთ რაღაც ახალი, დაეხმარეთ ხალხს და თან ცოტა თანხაც გამოიმუშავეთ. საინტერესოდ ჟღერს, ხო? Workaway.info გაძლევთ საშუალებას მოძებნოთ თქვენთვის მარტივი სამუშაო 135_ზე მეტ ქვეყანაში მთელს მსოფლიოში. შეგიძლიათ აირჩიოთ მოხალისედ მუშაობა, სახლის საქმეებში დახმარება, ფერმაში მუშაობა, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მიღება და ასე შემდეგ.

 

 

7⋅ Hitchwiki

ავტოსტოპი არის ერთ-ერთი ყველაზე იაფი მოგზაურობის საშუალება. თუმცა თავისი სპეციფიკის გამო ავტოსტოპი ყოველთვის მოსახერხებელი და უსაფრთხო არ არის, განსაკუთრებით დამწყები მოგზაურებისთვის. ამიტომ მანამ სანამ დაიწყებთი ავტოსტოპით დიდ მოგზაურობებს, აუცილებლად შეისწავლეთ ეს საიტი, რომელზეც თავმოყრილია ინფორმაცია უკვე გამოცდილი ავტოსტოპერებისგან. რჩევები, საიდუმლოებები, ნამდვილი ისტორიები, საინტერესო ადგილები, ინსტრუქციები და სხვა.

 

 

8⋅ HomeExchange

განათავსეთ საიტზე თქვენი ბინდა შემდეგ ნახეთ ადგილები და ბინები სადაც გინდათ წასვლა, შესტავაზეთ მეპატრონეს თქვენი კანდიდატურა. ეს დაგეხმარებათ მოგზაურობის დროს იცხოვროთ ისე, როგორც ადგილობრივები ცხოვრობენ. კომფორტულ სახლში და არა სადღაც ჰოსტელში ან სასტუმროში.

 

 

9⋅ LastMinute

რა თქმა უნდა ნებისმიერი მოგზაურობა უმჯობესია წინასწარ დაიგეგმოს, თუმცა საკმაოდ ბევრი არღვევს ამ წესს. არის ხალხი, რომლებიც იღვიძებენ დილით და ხვდებიან, რომ უნდათ იმდღესვე აღმოჩნდნენ ზღვაზე, მთებში ან ამაზონის ჯუნგლებში.
სწორედ აეთ ავანტიურისტებს გამოადგებათ ეს საიტი, რომელიც მათ დაეხმარება მოსახერხებელი და მაქსიმალურად ბიუჯეტური მოგზაურობის 1 წუთში დაგეგმვაში. ჰოტელები, გადაფრენები, მანქანის ქირაობა, გართობები, ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები — ეს ყველაფერი ერთ საიტზე და დაბალ ფასებში.

 

 

10⋅ HostelBookers

ყველაზე მარტივი გზა, მთელს მსოფლიოში ჰოსტელების დაბრონვისათვის. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ფასები, ჰოსტელის მდგომარეობა (სურათებით), და კლიენტების გამოხმაურება ყველა ჰოსტელზე ასე, რომ თქვენ იცით რას მიიღებთ მანამ სანამ თვითმფრინავი დაეშვება.



სტიმული ავტორს მკითხველისგან



3097
2016-10-12


შეგიძლიათ წაიკითხოთ

ჩვენ სოციალურ ქსელებში


©2016 TOSTER.GE. ყველა უფლება დაცულია.დიზაინი დამზადებულია TOSTER.GE მიერ. საიტის კონტენტის სრული ან ნაწილობრივი კოპირება ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე იკრძალება.