10 ბრწყინვალე დეტექტივი თანამედროვე ავტორებისგან.



 

არტურო პერეს-რევერტე

ფლამანდიური დაფა / The Flanders Panel

მთავარი გმირი — ძველი სურათების რესტავრატორ გოგონა,მას მოელის მკვლელობის საიდუმლოების გახსნა, რომელიც მრავალი საუკუნის წინ მოხდა. ცნობილი ფლამანდიელი მხატვრის პიტერ ვან გიუსის ნახატზე მუშაობისას, გოგონას ხვდება ფარული წარწერა რომელშიც ჩადებულია საიდუმლოება.

 

 

 

 


 

უმბერტო ეკო

ვარდის სახელი / The Name of the Rose

ატმოსფერული რომანი შუასაუკუნეებზე, რომლის მთავარი გმირი ვილგელმ ბასკერვილსკი წარსულში იყო ინკვიზიტორი, თუმცა ეს ხელს არ უშლიდა ბერს სხვადასხვა მეცნიერებებით გატაცებაში. მას და მის დამხმარე ადსონ მელსკის მოელით გამოიძიონ ბერის უცნაური სიკვდილი, რომელიც ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთ მონასტერში ცხოვრობდა.

 

 

 

 

 

კარლოს რუიზ საფონ

ქარის აჩრდილი / The Shadow of the Wind

დანიელ სემპერი — ჩვეულებრივი ბარსელონელი ბიჭი, ის მამას მიყავს საიდუმლო ადგილას, რომელიც ცნობილია როგორც "დავიწყებული წიგნების სამარხი". იქ დანიელი პოულობს უცნაურ წიგნს, რომელიც შეცვლის მის ცხოვრებას. მთავარი გმირი ოცი წლის განმავლობაში ცდილოვს იპოვოს ამ წიგნის ავტორი, თუმცა ეს ძებნა შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.

 

 

 

 

 

ჯესი კელერმან

გენიოსი / The Genius

წარმატებული გალერისტის, იტან მიულერის ხელში ხვდება ვიქტორ კრეიკის ნახატები, რომელიც მრავალი წელი ცხოვრობდა კარჩაკეტილი და თითქმის არავისთან ჰქონდა კავშირი. მისი ნახატების გაერთიანება წარმოქმნის დიდ ტილოს, რომელზეც გამოხატულია მთელი ცხოვრების სურათი. იტანი გაიგებს, რომ ნახატის ავტორი უკვალოდ გაუჩინარდა, ის გადაწყვიტავს მოძებნოს ვიქტორი და ამოხსნას გენიალური მხატვარის საიდუმლოება.

 

 

 

 

 

ელიზაბეტ კოსტოვა

ისტორიკოსი / The Historian

უცნაური წიგნი, რომელშიც დრაკონის ნახატის მეტი არაფერია, დროისგან გაყვითლებული წერილები მამისგან და საკუთარი ცოდნა დაეხმარება ისტორიკოსს ამოხსნას საშინელი საიდუმლო. მას მოელის გაიგოს ვლად ცეპეშის იგივე გრაფ დრაკულას საიდუმლოება.

 

 

 

 


 

სტიგ ლარსონ

გოგონა დრაკონის ტატუთი / The Girl with the Dragon Tattoo

მიქაელ ბლიმკვისტი — წარმატებული შვედი ჟურნალისტი, რომლის კარიერაც ერთიანად ჩაიშალა. ის დამარცხდა სასამართლოში ერთი მილიარდელის წინააღმდეგ და ბრალი დაედო ცილისწამებაში. ზუსტად ამ დროს მიქაელი იღებს უცნაურ შემოთავაზებას შვედი მეწარმისგან.

 

 

 

 


 

ვილბურ სმიტ

მეშვიდე გრაგნილი / The Seventh scroll

ცნობილი არქეოლოგი, იკვლევს ფარაონი მამოს VIII მეუღლის სამარხს, იქ პოულობს პერგამენტის გრაგნილს, რომელშიც ინახება ინფორმაცია მისი მეუღლის ფარაონი მამოს VIII სამარხის ადგილმდებარეობის შესახებ. რაღაც დროის შემდეგ ცნობილ ეგვიპტოლოგს კლავენ. მისი ქვრივი გადაწყვეტს შეაჩეროს იდუმალი მკვლელი, ამაში კი მას დაეხმარება ინგლისელი ავანტიურისტი ნიკოლას კვენტონ-ხარპერი.

 

 

 

 

 

ლუი ბაიარ

შავი კოშკი / The Black Tower

XIX საუკუნის პარიზი, ქალაქის ცენტრში მოხდა მკვლელობა, რომლის გახსნაც მხოლოდ ცნობილ გამომძიებელ ფრანსუა ვიდოკს და დოქტორ კარპანტეს შეუძლიათ, რომლის მისამართიც მსხვერპლის ჯიბეში იყო. დროთა განმავლობაში რომანის გმირები ხვდებიან, რომ დანაშაული უკავშირდება დოფინა ლუი შარლის სახელს, რომელიც რევოლუციის დროს ჩაკეტეს პარიზის საშინელ ციხეში შავ კოშკში.

 

 

 

 

 

ანდრეა ჟაპ

ჯალათი, სამართალის კოცონი / Le Brasier de Justice

რომანში მოვლენები მიმდინარეობს XIV საუკუნის საფრანგეთში. არდუინ ვენელ-უმცროსი არის ჯალათი, რომელიც არასოდეს ფიქრობდა: დამნაშავეა თუ არა ის ადამიანი, რომელიც სიკვდილით უნდა დასაჯონ? ასე იყო, სანამ მის ხელში არ მოხვდა სასჯელმისჯილი ლამაზმანი, რომელმაც ჯალათის ცივი გული დაიპყრო.

 

 

 

 


 

სკოტ მაკბეინ

თამაშის ხელოვნება / The Mastership Game

ძალიან ძლიერი საიდუმლო საზოგადოების ლიდერი ტოვებს თავის პოსტს, თუმცა მანამდე ორგანიზაციის არბიტრებმა უნდა მოძებნონ მისი ღირსეული შემცვლელი. ამ წოდებისთვის იბრძოლებენ ხუთი გაბედული, მიზანდასახული კადიდატი. გაიმარჯვებს ის ვინც იქნება პირველი ერთ ძალიან საშიშ თამაშში, რომელშიც ყველაზე სასტიკი მეთოდებიც კი დაშვებულია. მოწინააღმდეგის მკვლელობა ჩვეულებრივი ამბავია, როცა პრიზი მსოფლიო ბატონობაა.

 

 



სტიმული ავტორს მკითხველისგან



2588
2016-10-13


შეგიძლიათ წაიკითხოთ

ჩვენ სოციალურ ქსელებში


©2016 TOSTER.GE. ყველა უფლება დაცულია.დიზაინი დამზადებულია TOSTER.GE მიერ. საიტის კონტენტის სრული ან ნაწილობრივი კოპირება ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე იკრძალება.