4 უარყოფითი ჩვევა რომელიც უნდა მოვიშოროთ



დავდივართ ვარჯიშზე, ვიკვებებით სწორად, უარს ვამბობთ ალკოჰოლზე და სიგარეტზე, მაგრამ ვაგრძელებთ ხალხის კრიტიკას, შურს და საკუთარ ცხოვრებაზე წუწუნს და გვავიწყდება, რომ ეს ჩვევები სიგარეტზე და ალკოჰოლზე მავნებელიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.


ყველას ერთხელ მაინც გამოუცდია ეს გრძნობები. ერთხელ კიდევ არაფერია, თუმცა უმეტესობა საკმაოდ ხშირად განიცდის ამ გრძნობებს და არც ფიქრობენ, რომ ამან შეიძლება იმოქმედოს მათი ცხოვრების ხარისხზე.


პრაქტიკულად ყველაფერი რასაც ვაკეთებთ, მიმართულია ერთი და იგი მიზნის მისაღწევად — ბედნიერების.


მაგრამ ბედნიერების მიღწევა შეუძლებელია, თუ თქვენი უარყოფითი ჩვევები გიწამლავენ ცხოვრებას და არა იმიტომ, რომ ცოტა მეგობარი გყავთ, ჯერ ვერ იპოვეთ თქვენი მეორე ნახევარი ან არ გაქვთ თქვენთვის საინტერესო სამსახური, არამედ იმიტომ, რომ ცხოვრებამ ძალიან კარგი პირობებიც, რომ შეგიქმნათ, თქვენ მაინც უკმაყოფილო იქნებით.


და აი ეს 4 საშინელი ჩვევა, რომლებიც გვიწამლავენ ცხოვრებას და არ გვაძლევენ ბედნიერების საშუალებას.

 

1. შური

ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ჩვევა, რომელიც ხელს გვიშლის გვიხაროდეს სხვისი წარმატებაც და ჩვენიც. სოციალური ქსელები — საუკეთესო ადგილია ამ ჩვევის განვითარებისთვის.
შტატი იუტას უნივერსიტეტის სოციოლოგებმა გამოკითხეს 435 სტუდენტი და გაარკვიეს, რომ დრო, რომელსაც ადამიანი ატარებს სოციალურ ქსელებში პირდაპირპროპორციულად აისახება მის დამოკიდებულებაზე თავისი ცხოვრების მიმართ. რაც უფრო დიდხანს უყურებდნენ სხვის იდეალურ ცხოვრებას(უფრო სწორად მათი ცხოვრების რედაქტირებულ ანარეკლს), მით უფრო რწმუნდებოდნენ იმაში, რომ მათი ცხოვრება უბედური და უინტერესოა.


რეალურ ცხოვრებაშიც საკმარისი შურია, რომელიც აიძულებს ადამიანს იფიქროს, რომ მისი ცხოვრება არ არის საკმარისად შემდგარი.

 

როგორ მოვიქცეთ?

ერთი დღით მაინც, რომ გაგეცვალათ ადგილი სხვა ადამიანთან (მასთან, ვისიც გშურთ), ის დღე ნამდვილად არ მოგეწონებოდათ. ყველას აქვს თავისი პრობლემები და ბედნიერებები, და სხვისი არაფრით არაა უკეთესი საკუთარზე. არ შეიძლება შეადარო საკუთარი თავი ვინმეს, ყველას განსაკუთრებული წარსული აქვს, აქვთ თავისი ნიჭი და შესაძლებლობები, პრობლემები და უბედურებები. უბრალოდ ნუ შეადარებთ, არ არსებობს კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც შევძლებდით გაგვეგო ჩვენი ცხოვრებაა უკეთესი თუ მათი ვისიც გვშურს.

 

2. წყენა

თუ განვიხილავთ წყენას, როგორც გრძნობას, მაშინ ის არის — თქვენი მოლოდინების რეალობასთან შეუსაბამობა.


მაგალითად, წარმოიდგინეთ ქუჩაში ფეხი წამოკარით და მტკივნეულად წაიქეცით, პროდუქტები კი ასფალტზე დაგიცვივდათ. ამ მოვლენის შემსწრე გახდა უსახლკარო, ყრუ და ბრმა ადამიანი, რომელიც შეწყალებას ითხოვს. თქვენ ხომ არ მოელით, რომ ის გამოიქცევა და დაგეხმარებათ წამოდგომაში, ამიტომაც მის მიმართ არანაირი წყენა არ გექნებათ. მაგრამ ამ დროს თქვენი თანამშრომელი, რომ იდგეს გვერძე და უბრალოდ გიყურებდეთ თუ, როგორ წვალობთ და იღებთ ასფალტიდან ფორთოხალს. მის მიმართ წყენა საკმაოდ სერიოზული იქნებოდა და შესაძლოა მთელი ცხოვრების მანძილზეც.


წყენის მიზეზებს თუ არ განვიხილავთ, მაშინ ის არის ძლიერი ნეგატიური ემოცია, რომელიც დიდი ხნის მანძილზე გაგყვებათ. იმ ადამიანის ხსენებაზე, თქვენში იფეთქებს ნეგატიური ემოციების ფეიერვერკი, წყენის ჩამახსოვრება კი ზოგადად ჯანმრთელობისთვის საშიშია, როგორც მოუშუშებელი ტრამვა.

 

როგორ გავთავისუფლდეთ ამისგან?

ნურაფერს ელოდებით ადამიანებისგან. ისინი არ არიან ვალდებულები იყვნენ თქვენთან: თავაზიანები, მზრუნველები, გამგებები ან მეგობრულები. მიიღეთ ყველაფერი ისე, როგორც არის.

 

ეს რათქმაუნდა არ ნიშნავს იმას, რომ ურთიერთობა უნდა გქონდეთ უხეშებთან, ადამიანებთან, რომლებიც არაფრად გთვლიან, ან სხვა არასასიამოვნო "ტიპებთან". უბრალოდ გამოიტანეთ დასკვნები ვისთან გინდათ ურთიერთობის გაგრძელება და ვისთან არა. წყენების გარეშე ცხოვრება ბევრად უფრო მარტივი გახდება.

 

3. პრეტენზიები

პრეტენზიები ადვილად იქცევა ჩვევად, და თუ ადამიანი ეჩვევა წუწუნს, უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, როგორ მისდის ცხოვრება, ის ყველა შემთხვევაში იპოვის, რამეს რაზეც შეძლებს პრეტენზიის გამოთქმას და წუწუნს. თუ ადამიანი ყოველთვის წუწუნებს ე.ი თავის ცხოვრებაში მხოლოდ ნეგატიურ მხარეებს ხედავს, ამჩნევს მხოლოდ პრობლემებს, რომლებზეც სასწრაფოდ ყვება გარშემომყოფებთან.


არ არსებობს ცხოვრების ობიექტური შეფასება, არის მხოლოდ ის თუ, როგორ ხედავთ ცხოვრებას თქვენ. თუ მხოლოდ ნეგატივს ხედავთ და წუწუნებთ, ნეგატივშიც მოგიწევთ ცხოვრება. რისთვის ეს ყველაფერი? იმიტომ, რომ ხალხისგან თანაგრძნობის მზერა მიიღოთ? თუ ხედავთ პრობლემას შეეცადეთ გადაჭრათ, ხოლო თუ გადაუჭრელ პრობლემად გეჩვენებათ, პრეტენზიებით მაინც ნუ მოწამლავთ საკუთარ და სხვების ცხოვრებას.

 

4. განკითხვა

და ამ სტატიაში ბოლო ცუდი ჩვევა განკითხვა — ბებიების კრედო, ქვეყანაში, რომელიც სავსეა ნარკომანებით და პროსტიტუტკებით. ძალიან დიდი სიამოვნებით განვიკითხავთ სხვებს, პირადად და კოლექტიურად. ჭორაობს ყველა, სქესის და ასაკის მიუხედავად.

 

რა არის ამაში საინტერესო: არ შეიძლება ხალხის განკითხვა, თუ საკუთარ თავსაც იგივე კრიტერიუმებით არ ვაფასებთ. ალბათ შეგინიშნავთ, რომ ხალხი, რომელიც განიკითხავენ სხვების უბრალო ხარვეზებს, საკუთარს და საკუთარი საყვარელი ადამიანის ხარვეზებსაც ასევე აკრიტიკებენ.

 

როგორ მოვიქცეთ?

მსოფლიოში ყველას აქვს უფლება დაუშვას შეცდომები, ყველა იმდენად განსხვავებულია, რომ მოქმედებების ობიექტური შეფასება, ისევ შეუძლებელია. თქვენ არასოდეს ყოფილხართ სხვა ადამიანის ტყავში, არ იცით, როგორ ცხოვრობს, როგორ ცხოვრობდა ადრე, რა აზრები უტრიალებს თავში. ეს იგივეა, რაც ფეხბურთის მატჩის ბრმად კომენტირება, მხოლოდ ტრიბუნიდან შეძახილების მიხედვით.

 

და რაც შეეხება საკუთარი თავის, მეგობრების ან ახლობლების განკითხვას დაიმახსოვრეთ, რომ ამით ვერასოდეს ვერ მისცემთ მოტივაციას. პირიქით, აიძულებთ იგრძნოს თავი უიღბლოდ და შეეგუოს ამას. ან იწუწუნოს თავის ნაკლებზე.



სტიმული ავტორს მკითხველისგან



2431
2016-10-18


შეგიძლიათ წაიკითხოთ

ჩვენ სოციალურ ქსელებში


©2016 TOSTER.GE. ყველა უფლება დაცულია.დიზაინი დამზადებულია TOSTER.GE მიერ. საიტის კონტენტის სრული ან ნაწილობრივი კოპირება ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე იკრძალება.