რას ამბობს ძილის პოზა თქვენს ხასიათზე?



ნახეთ მოცემული სურათი და აირჩიეთ ძირითადი პოზა რომელშიც გძინავთ. შემდეგ კი წაიკითხეთ შესაბამისი ნომრის ძილის პოზის განმარტება.

 

 

— 1 — 

 

თუ გიყვართ ძილი რამესთან ან ვინმესთან ჩახუტებულს — თქვენ ხართ მშვიდი და სანდო ადამიანი. თქვენი გაბრაზება არც თუ ისე მარტივია და არ გეშინიათ მომავლის. ასეთ ხალხს შეუძლიათ ღიმილით შეხვდნენ ყველაზე რთულ დილასც კი და მარტივად შეეგუონ ცვლილებებს საკუთარ ცხოვრებაში.

 

 

— 2 —

 

თუ მოგწონთ ძილი ემბრიონის პოზაში — ნიშნავს, რომ  ხშირად გჭირდებათ დაცვა, გაგება და თანაგრძნობა. ამ პოზაში მძინარე ადამიანი გავს კვირტს, რომელიც არ აძლევს საკუთარ თავს სამყაროსთან გახსნის უფლებას, ემალება მის სირთულეებსაც და სიხარულსაც ანუ ბოლომდე არ იყენებს საკუთარი ცხოვრების პოტენციალს. ცდილობენ იპოვონ ადამიანი (მეორე ნახევარი, ოჯახის წევრი, მეგობარი), როგორც საყრდენი წერტილი, იყოს მასზე დამოკიდებული და მის გარშემო მოაწყოს საკუთარი ცხოვრება.

 

 

— 3 — 

 

ძილი მუცელზე, ხელების მდებარეობა თავისუფლად — ახასიათებთ ლიდერებს,  ასეთი ხალხი არის იმპულსიური და ინიციატორი, ისინი ყოველთვის აწესებენ ჰარმონიას ოჯახშიც და სამსახურშიც, ურჩევნიათ ყველაფერი დაგეგმონ წინასწარ და არ უყვართ მოულოდნელობები. თავისი შეუპოვრობით და პასუხისმგებლობით ისინი ადვილად აღწევენ წარმატებას.

 

 

— 4 — 

 

მეფური ძილი ზურგზე — ხართ პოზიტიური და მხიარული, მიჩვეული ხართ ყურადღების ცენტრში ყოფნას და გიყვართ მხიარული ხალხი. საქმეში ხართ მონდომებული, ჯიუტი მაგრამ რაციონალური, გიყვართ სიმართლის პირდაპირ თქმა.

 

 

— 5 — 

 

თუ გძინავთ, როგორც ჯარისკაცი პოსტზე — ხართ დაბალანსებული ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში აქვს მიზანი და მიისწრაფის ამ მიზნისკენ. შეიძლება იყოთ მკაცრი, პედანტური და მომთხოვნი, თუმცა ყველაზე მეტად მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ ხართ.

 

 

— 6 — 

 

გძინავთ ნახევრად მუცელზე, თავისუფლად — თქვენ ხართ ამოუცნობი პიროვნება, გიზიდავთ თავგადასავლები, ხასიათების ცვლილებამ შეიძლება გარშემომყოფები გააკვირვოს კიდეც. არა ამქვეყნიური სინაზე შეიძლება რამდენიმე წუთში იქცეს სკანდალად და პირიქით. ხშირად გიჭირთ არჩევანის გაკეთება. საქმეში კი გიყვართ აკურატულობა, სტაბილურობა და სიმშვიდე.

 

 

თუ არ გაქვთ გამორჩეული ძილის პოზა, რომელშიც ხშირად გძინავთ ე.ი თქვენ ხართ მრავალმხრივი პიროვნება, რომელშიც მოთავსებულია ყველა ტიპის რაღაც ნაწილს.

 



სტიმული ავტორს მკითხველისგან



2061
2016-10-20


შეგიძლიათ წაიკითხოთ

ჩვენ სოციალურ ქსელებში


©2016 TOSTER.GE. ყველა უფლება დაცულია.დიზაინი დამზადებულია TOSTER.GE მიერ. საიტის კონტენტის სრული ან ნაწილობრივი კოპირება ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე იკრძალება.