50 სასარგებლო საიტი, ონლაინ განათლებისთვის



ასეთმა საიტებმა შეცვალეს და გაამარტივეს სწავლის აღქმა. ამ დროისთვის მათ იყენებენ, როგორც დამხმარე ინსტრუმენტებს სწავლაში, თუმცა შეიძლება ონლაინ-უნივერსიტეტები სულ მალე გახდეს ისეთივე ცნობილი, როგორც სკოლები და უნივერსიტეტები.

 

ასეთი საიტების პლიუსია კვალიფიცირებული მასწავლებლები და შეუზღუდავი ცოდნა, რომლის მიღებაც შეგიძლიათ. მინუსი: არავინ გაიძულებთ სწავლას, და მიღებული ცოდნის ხარისხი მხოლოდ თქვენზე და თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული ( თუმცა ეს ბევრისთვის პლიუსადაც შეიძლება ჩაითვალოს ).

 

ახალი ცოდნის მისაღებად, საკმარისია გახსნათ თქვენთვის საჭირო საიტი. სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ შეისწავლოთ პროგრამირება, უცხო ენები, აიმაღლოთ ინტელექტის დონე და ა.შ. ასეთი საიტების პოვნა არც ისე მარტივია, ამიტომ TOSTER.GE ერთად მოუყარა თავი ყველა საუკეთესო და საინტერესო სასწავლო საიტს, რომლებიც დაგეხმარებიან ისწავლოთ რაღაც ახალი.

 

 

ონლაინ-კურსები

 

edX — უფასო ლექციები წამყვანი სასწავლო დაწესებულებების ლექტორებისგან. საიტი შექმნილია სპეციალურად მათთვის ვისაც სურს სახლიდან გაუსვლელად სწავლა.

 

Coursera —  ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც გთავაზობთ ონლაინ-კურსებს საუკეთესო სასწავლო დაწესებულებებიდან.

 

Coursmos — პატარა კურსების კრებული, რომლებიც ბევრ დროს არ წაგართმევთ.

 

Gohighbrow — ყოველდღე ახალი და საუკეთესო კურსები, რომელსაც თქვენს მეილზე გამოაგზავნიან.

 

Skillshare — ონლაინ-კურსები და პროექტები, ისწავლეთ რაღაც ახალი ყოველ დღე.

 

Curious — ვიდეო გაკვეთილები, პროფესიული უნარების გასაუმჯობესებლად.

 

Lynda — კურსები ტექნოლოგიებზე, ბიზნესზე და კრეატიულობაზე.

 

Creativelive — უფასო კრეატიული კურსები მსოფლიო ექსპერტებისგან.

 

Udemy —  უამრავი ონლაინ-კურსი კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე.

 

Khanacademy — უამრავი მიკრო ლექცია ( 5 იდან 15 წუთამდე) სხვადასხვა თემებზე.

 

Alison ან რუსული — პლატფორმა დიდი რაოდენობის კურსებით, საიტი იძლევა საშუალებას ჩააბაროთ ონლაინ გამოცდები და მიიღოთ ვირტუალური სერთიფიკატები. 

 

Saylor — უფასო კურსები, რომლებიც შექმნილია უნივერსიტეტების ბაზაზე. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.

 

Zooniverse — საუკეთესო ონლაინ პორტალი გარშემო სამყაროს შესასწავლად, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მონაწილეობა ასტროლოგიურ და კლიმატოლოგიურ კვლევებში.

 

OEDb — საგანმანათლებლო საიტი, რომელიც შეიცავს 10 000_ ზე მეტ  აუდიო და ვიდეო გაკვეთილს.

 

UNIWEB — პლატფორმა ონლაინში განათლების მისაღებად, რომელიც წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად მუშაობს ონლაინ-კურსების შედგენაზე.

 

Eduson — მომავალი ბიზნესმენების მოსამზადებელი ონლაინ-ცენტრი.

 

Intuit — რუსული საუკეთესო ინტერნეტ-უნივერსიტეტი, იძლევა საშუალებას მიიღოთ უმაღლესი განათლება.

 

Lektorium — საინტერესო საიტი, რომელზეც მოთავსებულია დიდი რაოდენობის ლექციები სხვადასხვა თემებზე.

 

 პროგრამირება

 

Codecademy — ინტერაქტიული ონლაინ-პლატფორმა პროგრამირების შესასწავლად.

 

Codeplace — საიტი დაგეხმარებათ შეისწავლოთ პროგრამირება ნულიდან.

 

Udacity — კურსები წამყვანი კომპანიებისგან ( Google, Facebook, mongoDB, AT&T და ა.შ).

 

Platzi — ონლაინ-კურსები დიზაინზე, მარკეტინგზე და პროგრამირებაზე.

 

SitePoint — ონლაინ-გაკვეთილები მათთვის ვისაც ვებ-დეველოპერობა სურს.

 

Codeschool — პროგრამირების შესასწავლად იძლევა პრაქტიკულ დავალებებს.

 

Thinkful — სწავლება მიმდინარებს ვირტუალურ კლასებში, მენტორთან ერთად.

 

Code — გიდი პროგრამირებაში დამწყებთათვის.

 

BaseRails — ისწავლეთ Ruby on Rails და სხვა ტექნოლოგიები.

 

TeamTreehouse — დაგეხმარებათ შეისწავლოთ HTML და CSS, ასევე გაიგებთ, როგორ დაწეროთ აპლიკაცია IOS მოწყობილობებისთვის.

 

Onemonth — ვებ-აპლიკაციების შექმნის სწავლა ერთ თვეში.

 

Learn to Code HTML & CSS — საიტი მათთვის ვინც ახლახანს დაიწყო HTML და CSS ის შესწავლა.

 

Thecodeplayer  — პროექტზე ისწავლება HTML5, CSS3, Javascript და სხვა პროგრამირების ენებიც.

 

Wibit — ვიდეო გაკვეთილები, რომლებშიც ისწავლება C, C++, Objective-C, С# და Java.

 

Htmlacademy — ონლაინ კურსები, რომლებიც დაგეხმარებიან გახდეთ პროფესიონალი ვებ-დეველოპერი.

 

ინფორმაციასთან მუშაობა

 

DataCamp —  ონლაინ-გაკვეთილები და კურსები ინფორმაციასთან მუშაობაზე.

 

DataQuest — ინფორმაციასთან მუშაობის ინტერაქტიული შესწავლა. 

 

DataMonkey — თამაშის მეშვეობით შეძლებთ გააუმჯობესოთ თქვენი ანალიტიკური შესაძლებლობები.

 

უცხო ენების შესწავლა

 

Goethe-verlag — უცხო ენების შესწავლა მათთვის ვინც მხოლოდ ქართული ენა იცის.

 

Duolingo — უფასო პლატფორმა უცხო ენების შესასწავლად.

 

Lingvist — შეისწავლეთ უცხო ენა 200 საათში.

 

Lingualeo — საინტერესო და ეფექტური პლატფორმა ინგლისური ენის შესასწავლად.

 

Memrise — დაგეხმარებათ სიტყვების მარაგის გაფართოვებაში.

 

Busuu — დღეში 10 წუთი საკმარისი იქნება სასურველი ენის შესწავლისთვის.

 

შემოქმედება

 

Cambridgeincolour —  ეხმარება ფოტოგრაფებს გააუმჯობესონ თავისი შესაძლებლობები, აქ ისწავლით ციფრული ფოტოების გადაღებას და დამუშავებას.

 

DrawSpace — ერთ-ერთი საუკეთესო სატი, ონლაინში ხატვის სწავლისთვის. უბრალოდ ირჩევთ სურათს და საიტი გაჩვენებთ თუ, როგორ დახატოთ ის.

 

CtrlPaint — საიტი, რომელიც დაგეხმარებათ ისწავლოთ ციფრული ხატვა.

 

ინტელექტისთვის

 

4brain — უფასო ტრენინგები კრეატიული აზროვნებისთვის, ჩქარი კითხვისთვის, სწრაფი მათემატიკური გამოთვლებისთვის, ორატორული შესაძლებლობებისთვის, მახსოვრობისთვის და ა.შ.

 

Brainexer ან რუსული — საიტზე მოცემულია დიდი რაოდენობით ტესტები და სავარჯიშოები გონებრივი განვითარებისთვის.

 

დანარჩენი

 

Chesscademy — საიტი, რომელიც გასწავლით შახმატის თამაშს.

 

Musictheory — საიტზე შეძლებთ მიიღოთ მუსიკაზე ბაზური ცოდნა.

 

Teoria — საიტი მიძღვნილია მუსიკის თეორიის შესწავლაზე.

 

 



სტიმული ავტორს მკითხველისგან



5933
2016-10-21


შეგიძლიათ წაიკითხოთ

ჩვენ სოციალურ ქსელებში


©2016 TOSTER.GE. ყველა უფლება დაცულია.დიზაინი დამზადებულია TOSTER.GE მიერ. საიტის კონტენტის სრული ან ნაწილობრივი კოპირება ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე იკრძალება.