3 მეთოდი დოფამინის ანუ ბედნიერების ჰორმონის მოსამატებლად



დოფამინი — სიამოვნების და ბედნიერების ჰორმონი, რომელსაც ბუნებრივი გზით გამოყოფს ტვინი, ის გჩუქნით საუკეთესო განწყობას და თავდაჯერებულობის გრძნობას. დოფამინის გამომუშავება არის ტვინის საპასუხო რეაქცია რაიმე სასიამოვნოზე, მაგალითად გემრიელად ჭამა ან სასიამოვნო სექსი იწვევს დოფამინის გამოსროლას ჩვენს ორგანიზმში. ხოლო ჩვენს ორგანიზმში დოფამინის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობის შეგძნება, დეპრესია და ცხოვრების ინტერესის დაკარგვა. TOSTER.GE გთავაზობთ სამ მეთოდს, რომელიც დაგეხმარებათ გაზარდოთ დოფამინის რაოდენობა თქვენს ორგანიზმში და იხსნათ თავი დეპრესიისგან.

 

პირველი მეთოდი: დიეტის დახმარებით

  • ჭამეთ თიროზინით მდიდარი პროდუქტები. დოფამინის გამომუშავებისთვის, ორგანიზმს სჭირდება თიროზინი —  მთელი რიგი ქიმიური გარდაქმნების გავლის შემდეგ, ის ჩვენი ორგანიზმისთვის იქცევა “ბედნიერების საწვავად”. ნუში, ავოკადო, ბანანი, უცხიმო რძის პროდუქტები, ხორცი, ლობიო და გოგრის თესლი - ყველა ეს პროდუქტი აუმჯობესებს დოფამინის გამომუშავებას. რაც შეეხება თიროზინს ის შედის სოიოს პროდუქტების, თევზის, ხორცის და რძის პროტუქტების შემცველობაში. თუმცა, ბევრი რძის და ხორცის პროდუქტი გამოირჩევა კალორიულობით და ცხიმების მაღალი შემცველობით, ამიტომ იყავით ფრთხილად და ყურადღება ადევნეთ მიღებული კალორიების და ცხიმების რაოდენობას.

 

  • მიიღეთ მეტი ანტიოქსიდანტი. დოფამინი ადვილად იჟანგება, ანტიოქსიდანტებს კი შეუძლიათ შეამცირონ ტვინის კლეტკებზე მიყენებული ზიანი თავისუფალი რადიკალების შემცირებით. შედეგად ტვინის კლეტკები რჩება ჯანსაღი და აგრძელებენ დოფამინის გამომუშავებას. ხილ-ბოსტნეული მდიდარია ანტიოქსიდანტებით:
  • ბეტა-კაროტინი და კაროტინოიდები: მწვანე ბოსტნეული, ნარინჯისფერი ხილ-ბოსტნეული, ბროკოლი, ჭარხალი, სატაცური.
  • ვიტამინი C: წიწაკა, ფორთოხალი, მარწყვი, კომბოსტო, ბრიუსელის კომბოსტო.
  • ვიტამინი E: კაკალი, მზესუმზირა, მწვანე ბოსტნეული, ბროკოლი, სტაფილო.

 

მეორე მეთოდი: შეცვალეთ ცხოვრების სტილი

  • იცხოვრეთ აქტიური ცხოვრებით. ფიზიკური ვარჯიშები ხელს უწყობს სისხლში კალცის რაოდენობის მომატებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ტვინს დოფამინის გამომუშავებაში. იმისთვის, რომ გააძლიეროთ დოფამინის ზრდის დონე, შეეცადეთ ყოველდღიურად ისეირნოთ 30-60 წუთი, იცურაოთ ან ირბინოთ.
  • ამის გარდა გულიანი სიცილი ან გაწელვები გაზრდის ენდორფინის დონეს სისხლში, ეფექტით ჰგაქვს დოფამინს. თუმცა ენდორფინის მაღალი დონე საშიშია ადამიანისთვის, რადგან ის ადუნებს ტკივილის შეგრძნებას.

 

  • გამოიძინეთ. ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ იყოთ ენერგიით სავსე არის გამოძინება. დოფამინს ხშირად უკავშირებენ თავის მხნედ შეგრძნებას, ამიტომ ყოველ ღამე მინიმუმ 7-8 საათი ძილი აუცილებელია.
  • ან ... საერთოდ არ დაიძინოთ. თუ გინდათ, რომ რადიკალურად გაზარდოთ დოფამინის დონე, თუმცა ამ ხერხით გაზრდილი დოფამინი სასიამოვნო ემოციებს ვერ მოგანიჭებთ, იცოდეთ, რომ — დოფამინის დონე ძალიან იზრდება უძილობით (ძილის დაკარგვით). თავს იგრძნობთ გამოწურულად, სუსტად, გამაღიზიანებლად, მაგრამ თქვენი დოფამინის დონე იქნება ყველაზე მაღალი.

 

  • მიაღწიეთ მიზანს. დოფამინი გამომუშავდება სიამოვნების მიღების დროს, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გედონისტი-ნივთიერება. მთავარია კარგად ვავარჯიშოთ ტვინი. მნიშვნელობა არ აქვს, რას მიაღწევთ — როგორც იქნა მიაღწიეთ საშაურმესთან ან დაიცავით სადოქტორო დისერტაცია — მიზნის მიღწევას სიამოვნების ცენტრები გადაყავს “დღესასწაულის რეჟიმში”.
  • აუცილებელი არაა გრანდიოზული მიზნების დასახვა. დაიწყეთ ყოველდღიური დავალებების მიზნებად შეფასება. გაუძელით და მთელი დღე არ შეხვედით Facebook_ზე?! ყოჩაღ, ყოჩაღ! მიზანი მიღწეულია, მიიღეთ საჩუქრად დოფამინის დოზა!

 

მესამე მეთოდი: საკვები დანამატები და პრეპარატები

  • მიიღეთ საკვები დანამატები. ზოგი ექიმი დოფამინის დონის ასამაღლებლად რეკომენდაციას უწევს B6 და L-ფენილალანინს. ეს დანამატები თავისუფლად შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერ აფთიაქში. ანალოგიურად ფენილეტილამინი, კომპონენტი, რომელსაც შეიცავს შოკოლადი, ასევე ამაღლებს დოფამინის დონეს სისხლში. ამასთანავე იძახიან, რომ წონის დაკლებასაც უწყობს ხელს, თუმცა სანამ ამ დანამატებს მიიღებდეთ აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

 

  • მიიღეთ პრეპარატები, რომლებიც ზრდის დოფამინის დონეს სისხლში. თქვენი სიმპტომების მიხედვით ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ზრდიან დოფამინის დონეს. ექიმებისთვის ცნობილია ამ პრეპარატების ყველა დადებითი და უარყოფითი თვისებები, ამიტომ შეუძლიათ მოგცენ სწორი რჩევა.
  • ADHD ( ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი ): თუ ხართ ჰიპერაქტიული და გიჭირთ რაიმეზე კონცენტრირება, თქვენმა ექიმმა ( თეორიულად ) შეიძლება დაგინიშნოთ რიტალინი — ფსიქოსტიმულატორი, რომელიც აძლიერებს დოფამინის გამომუშავებას. შენიშვნა: პრეპარატი ამოღებულია გაყიდვიდან ბევრ ქვეყანაში მათ შორის საქართველოში.
  • დეპრესია: დოფამინის დაბალი დონე ხშირად იწვევს დეპრესიას. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ანტიდეპრესანტების მიღების თაობაზე, თუ სხვა მეთოდები ვერ დაგეხმარათ ძალების აღდგენაში.
  • პარკინსონის დაავადება: ადამიანები, პარკინსონის დაავადებით ხშირად განიცდიან სხეულის უკონტროლო მოძრაობას. სამკურნალო საშუალება ლევოდოპა, რომელიც ხშირად გამოიყენება პარკინსონის დაავადების დროს, ასევე ხელს უწყობს დოფამინის დონის ზრდას.

 

  • შეისწავლეთ მეტად რადიკალური მიდგომა: თუ ეძებთ უბრალოდ კარგ ხასიათზე დადგომის საშუალებას — ეს არ არის სათქვენო ვარიანტი. არის ბევრად სერიოზული და რადიკალური ხერხები, რომლებსაც შეუძლიათ დოფამინის მომატება. ყველა ეს ხერხი დაშვებულია მხოლოდ ექიმების ან ფსიქიატრების კონტროლის ქვეშ.
  • ელექტროშოკური თერაპია, რომელიც დიდიხნის მანძილზე ძალიან რადიკალურ მიდგომად ითვლებოდა, ისევ პოპულარული ხდება და აჩვენებს თავის ეფექტურობას დოფამინის მომატებაში.

 

იცოდით?

შიზოფრენიით დაავადებული ადამიანების ტვინი გამოიმუშავებს ზედმეტი რაოდენობით დოფამინს. ამ შემთხვევაში ექიმები ნიშნავენ ნეიროლეფსიურ პრეპარატებს, რომლებიც თრგუნავს დოფამინის გამომუშავებას.

 

 



სტიმული ავტორს მკითხველისგან



6883
2016-10-24


შეგიძლიათ წაიკითხოთ

ჩვენ სოციალურ ქსელებში


©2016 TOSTER.GE. ყველა უფლება დაცულია.დიზაინი დამზადებულია TOSTER.GE მიერ. საიტის კონტენტის სრული ან ნაწილობრივი კოპირება ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე იკრძალება.