7 მომავლის ველოსიპედი, რომლისაც ავტომობილის მძღოლებსაც შეშურდებათ



ყველა თვალს ადევნებს ავტომობილების განვითარებას, თუმცა ველოსიპედების რევოლუციაც საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება. ამ სტატიაში თქვენთვის შევაგროვეთ რამდენიმე ინოვაციური მოდელი, რომელიც თავისუფლად შეიძლება იქცეს მომავლის ქალაქის ველოსიპეტად.

 

ქვემოთ მოყვანილი მოდელების შემქმნელებმა შეძლეს შეუძლებელი და გამოიგონეს ახალი ველოსიპედები, გააუმჯობესეს მათი კომფორტულობა, უსაფრთხოება და შესაძლებლობები.

 

Gi FlyBike

Gi FlyBike — ეს არის მსოფლიოში პირველი დასაკეცი ელექტროველოსიპედი, რომელიც სრულყოფილი ველოსიპედიდან ფაქტიურად 1 წამში შეგიძლიათ აქციოთ კომპაქტურად გადასატან კონსტრუქიცად. ის დამზადებულია  თანამედროვე და ძალიან მსუბუქი მასალით, ამიტომ მისი წონა მხოლოდ 17 კილოგრამია. ასეთი ველოსიპედით მარტივად შეძლებთ შეხვიდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ჩადოთ მანქანის საბარგულში ან განათავსოთ თქვენს სამუშაო ადგილთან ახლოს. 

 

OKO

ეს ველოსიპედი გამოირჩევა იმით, რომ დამზადებულია ნახშირბადის ბოჭკოვანი ჩარჩოთი, რომელშიც განთავსებულია მთელი ელექტრონიკა. ჩაშენებული ბატარეების მეშვეობით შესაძლებელია 45 იდან 64 კილომეტრამდე მანძილის გავლა. სიჩქარის განვითარება კი 30კმ/სთ_მდე შეუძლია. მოცემული მოდელი შექმნილია დანიაში და უკვე შეიძლება მისი შეკვეთა 1600 ევროდ.

 

Otocycle RacerR

ეს ეგზემპლარი მოყვარული-კონსტრუქტორის რეზულტატს უფრო გავს, ვიდრე მომავლის ველოსიპედის კონცეფციას. თუმცა, სინამდვილეში ეს მოდელი უფრო დიზაინერული გადაწყვეტილებაა მათთვის ვისაც რეტრო სტილი იზიდავს. ამავდროულად მას აქვს საკმაოდ თანამედროვე მოწყობილობები, რომლებიც საშუალებას აძლევს ერთხელ დატენილი ბატარეით განავითაროს 25კმ/სთ სიჩქარე 64 კილომეტრზე. 

 

Genze

Genze_ს მექანიკური ნაწილი პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ველოსიპედისგან, ამიტომ ყოველთვის შეგიძლიათ გამორთოთ ელექტრო მოწყობილობა და უბრალოდ ატრიალოთ პედლები. მაგრამ ბევრად სასიამოვნო იქნება შერეული რეჟიმის გამოყენება, რომელიც დაგეხმარებათ საჭირო სიჩარის შენარჩუნებაში. თუ კუნთები დაგეღლებათ ყოველთვის შეგიძლიათ გადართოთ სრულიად ელექტრო რეჟიმში, რომლითაც გაივლით 30 კილომეტრს, რის შემდეგაც მოგიწევთ მოხსნათ აკუმლიატორი და ტენოთ 4 საათის განმავლობაში.

 

MoDe:Flex

MoDe:Flex — ეს არის ფორდის კომპანიის ველოსიპედი. სპეციალურად შექმნილი ევროპული ქალაქებისთვის, რომლებშიც საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. ეს დასაკეცი ბაიკი მარტივად ეტევა საბარგულში და ეწყობა რამდენიმე წამში. MoDe:Flex აღჭურვილია თანამედროვე ნავიგაციის სისტემით, შეუძლია შეგატყობინოთ ამინდის პირობები, მანძილი, სიჩქარე და ბატარიის მდგომარეობა.

 

Leaos Solar

ყოველთვის როდესაც ვხედავთ ელექტრო ველოსიპედს გვიჩნდება კითხვა: რამდენად ძლიერი ბატარეა აქვს? Leaos Solar_ის შემქმნელებმა შემოგვთავაზეს ამ პრობლემის მოგვარების საინტერესო ხერხი. მათი ველოსიპედი აღჭურვილია მზის პანელებით, რომლებსაც შეუძლიათ ბატარეის დატენვა სიარულის დროსაც კი. ამ ხერხით ბატარეის ბოლომდე დატენვა რა თქმა უნდა არ გამოვა, თუმცა გასავლელი მანძილის შემცირებაში ნამდვილად გამოგვადგება. 

 

Wi-Bike

ამ ელექტროველოსიპედის შემქმნელებმა გადაწყვიტეს აკუმლიატორი არ დაემალათ, ის საკმაოდ დიდი ზომისაა და რაც მთავარია, დიდი ტევადობის, რაც იძლევა შესაძლებლობას ერთი დატენვით გაიაროთ 120 კილომეტრამდე მანძილი. სპეციალური აპლიკაციის დახმარებით Wi-Bike_ს შეუძლია თქვენს სმარტფონთან მიერთება. ამით შეძლებთ ველოსიპედის ადგილმდებარეობის გაგებას, დათვლით დამწვარ კილოკალორიებს და შეძლებთ დაპოსტოთ სოციალურ ქსელებში ველოსიპედით სეირნობის შედეგები.

 

ქვეყანა, რომ გვაძლევდეს საშუალებას. გადაჯდებოდით ამ ველოსიპედებიდან რომელიმეზე? თუ მაინც ავტომობილში კომფორტულად ჯდომა და გარემოს დაბინძურება გირჩევნიათ?



სტიმული ავტორს მკითხველისგან



4078
2016-10-27


შეგიძლიათ წაიკითხოთ

ჩვენ სოციალურ ქსელებში


©2016 TOSTER.GE. ყველა უფლება დაცულია.დიზაინი დამზადებულია TOSTER.GE მიერ. საიტის კონტენტის სრული ან ნაწილობრივი კოპირება ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე იკრძალება.