IBM გვაძლევს კვანტურ კომპიტერთან მიერთების საშუალებას



კომპანია IBM ნებისმიერ ადამიანს აძლევს უფლებას უფასოდ მიუერთდნენ, მათ მიერ კონსტრუირებულ უნივერსალურ კვანტურ კომპიუტერს და ჩაატარონ ექსპერიმენტები კვანტურ ალგორითმებთან. ამ მოწყობილობის სიმძლავრე არ იქნება საკმარისი, ღია გასაღების მქონე კრიპტოგრაფიული სისტემების გასატეხად, თუმცა თუ IBM_ის გეგმები განხორციელდება, მაშინ ბევრად უფრო რთული კონსტრუქციის კვანტური კომპიუტერებიც მალე გამოჩნდება.

 

კვანტური კომპიუტერი, რომელთან წვდომაც გახსნა IBM კომპანიამ, შეიცავს 5 კუბიტს: ოთხი კუბიტი უზრუნველყოფს მონაცემებთან მუშაობას, ხოლო მეხუთე — გამოთვლების დროს დაშვებული შეცდომების კორექტირებას. შეცდომების კორექტირება — მთავარი სიახლე, რომლითაც ამაყობენ მისი შემქმნელები. ის მომავალში გაამარტივებს კუბიტების რაოდენობის გაზრდას.

 

IBM_ში ხაზგასმით ამბობენ, რომ მათი კვანტური კომპიუტერი არის უნივერსალური და შეუძლია ნებისმიერი კვანტური ალგორითმის შესრულება. ეს განასხვავებს მას ადიაბატური კვანტური კომპიუტერებისგან, რომლებზეც კომპანა D-Wave მუშაობს. ადიაბატური კვანტური კომპიუტერების დანიშნულებაა ფუნქციის ოპტიმალური ამოხსნის ძებნა და სხვა მიზნებისთვის არ გამოდგებიან.

 

თვლიან, რომ უნივერსალური კვანტური კომპიუტერები შეძლებენ გაუმკლავდნენ ისეთ დავალებებს, რომლებსაც ჩვეულებრივი კომპიუტერები ვერასოდეს გაუმკლავდებიან, თუნდაც ყველაზე ძლიერები. ასეთი დავალების ცნობილი მაგალითი — რიცხვების მარტივ მამრავლებად დაშლა.ჩვეულებრივ კომპიუტერს, ძალიან სწრაფსაც კი დასჭიდება ასობით წელი, რომ მოძებნოს დიდი რიცხვის მარტივი მამრავლები. კვანტური კომპიუტერი იპოვის მათ შორას ალოგრიტმის დახმარებით ისეთივე სწრაფად, როგორც გამრავლება ან გაყოფა ხდება.

 

დიდი რიცხვების მარტივ მამრავლებად სწრაფად დაშლის უუნარობა — ეს არის ღია გასაღების მქონე კრიპტოგრაფიული სისტემების საფუძველი. თუ ამ ოპერაციის შესრულებას შევძლებთ იმ სისწრაფით, რომელსაც კვანტური ალგორითმები გვპირდება, მაშინ თანამედროვე კრიპტოგრაფიის ძირითადი ნაწილი უვარგისი გახდება.

 

IBM_ის კვანტურ კომპიუტერზე უკვე შესაძლებელია შორას ალგორითმის გაშვება, თუმცა სანამ კუბიტების რაოდენობა არ გაიზრდება, ამ ალგორითმისგან სარგებელი ცოტა იქნება. სიტუაცია შეიცვლება შემდეგი 10 წლის განმავლობაში. 2025 წლისთვის IBM გეგმავს ააწყოს კვანტური კომპიუტერი, რომელიც შეიცავს ორმოცდაათიდან ას კუბიტამდე. სპეციალისტების აზრით, ორმოცდაათი კუბიტის მქონე კვანტური კომპიუტერები შეძლებენ ამოხსნან სხვადასხვა პრაქტიკული დავალებები.

 

ხუთ კუბიტიან კვანტურ კომპიუტერზე ექსპერიმენტების ჩასატარებლად უნდა დარეგისტრირდეთ IBM_ის ოფიციალურ საიტზე.



სტიმული ავტორს მკითხველისგან



2438
2016-11-04


შეგიძლიათ წაიკითხოთ

ჩვენ სოციალურ ქსელებში


©2016 TOSTER.GE. ყველა უფლება დაცულია.დიზაინი დამზადებულია TOSTER.GE მიერ. საიტის კონტენტის სრული ან ნაწილობრივი კოპირება ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე იკრძალება.