10 ეფექტური მეთოდი, რომელიც დაგეხმარება გახდე უფრო ჭკვიანი



ინტელექტის დონის ამაღლება და ტვინის უკეთესად ამუშავება ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე თქვენ გგონიათ. აი რამდენიმე შემოწმებული მეთოდი, რომლებიც დაგეხმარებათ ტვინის გავარჯიშებაში.

 

 

1. ამუშავეთ ტვინი

 

ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ იმაზე, რომ შეგიძლიათ იყოთ ბევრად უფრო ჭკვიანი, ვიდრე ახლა ხართ? კარგია! იმაზე ფიქრი, რომ გახდე მეტად განვითარებული არის პირველი გადადგმული ნაბიჯი მიზნის მისაღწევად.

 

იყავით ცნობისმოყვარე, მუდმივად შეისწავლეთ რაღაც ახალი, გაერკვიეთ იმაში თუ, როგორ ფუნქციონირებს თქვენთვის საინტერესო პროცესები. გაოცებული დარჩებით იმით თუ, რამდენი გამოუკვლევი რამ არის თქვენს გარშემო.

 

რჩევა:

გონება დააკავეთ სასარგებლო საქმით, თქვენთვის ჩვეული რუტინიდან გადაერთეთ რამე ახალზე, რითიც ადრე არ იყავით დაკავებული. ახალი უნარების შეძენა დაეხმარება ტვინს გახდეს მეტად მოქნილი, ეს დადებითად აისახება თქვენს გონებრივ აქტივობაზე.

 

 

2. იკითხეთ წიგნები

 

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ კითხვა აფართოებს სიტყვათა მარაგს და მსოფლმხედველობას, ამასთანავე ხელს უწყობს წარმოსახვის უნარის განვითარებას. წიგნების კითხვისას, ვეფლობით ახალ სამყაროში და განვიცდით იმ ემოციებს, რომლებსაც რეალურ სამყაროში ვერ მივიღებდით. თუ გნებავთ აიმაღლოთ თქვენი ემოციონალური ინტელექტი, იკითხეთ მეტი კარგი წიგნი. ეს ერთ-ერთი საუკეთესო და მოქმედი ხერხია გონებრივი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.

 

რჩევა:

შეადგინეთ წიგნების სია, რომლის წაკითხვაც უკვე დიდი ხანია გინდათ ან მოძებნეთ ინტერნეტში უკვე შედგენილი სიები, ჟანრების მიხედვით. იყიდეთ წიგნები, იკითხეთ წიგნების ელექტრონული ვერსიები ან გახდით ახლოს მდებარე ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარი. დაისახეთ მიზნად წაიკითხოთ მინიმუმ 1 წიგნი თვეში.

 

 

3. ემოციებს მიეცით თავისუფლება

 

არის ემოციონალური ინტელექტი, რომელიც გვეხმარება ვაკონტროლოთ ჩვენი გრძნობები და ვმართოთ ისინი, ასევე არის რაციონალური ინტელექტი, რომელიც ჩვენს სისტემატიურ აზროვნებაზეა პასუხისმგებელი. როგორც წესი, ძირითადად მეტი ყურადღება ეთმობა რაციონალურ ინტელექტს, თუმცა ემოციონალური ინტელექტიც არა ნაკლებად მნიშვნელოვანია და ეს ხშირად გვავიწყდება.

 

საჭიროა გვახსოვდეს ინტელექტის ემოციონალური ნაწილიც, რომელსაც შეუძლია დაგეხმაროთ მუდმივ ცვლილებებთან ადაპტირებაში და წარმოქმნილი პრობლემების ოპერატიულად გადაჭრაში.

 

რჩევა:

ნუ შეგეშინდებათ იმაზე ლაპარაკი, რასაც გრძნობთ. თუ სამსახურში ან სახლში ხართ რამით უკმაყოფილო, ამის შესახებ ტაქტიკურად გააგებინეთ გარშემო მყოფებს, რომ ერთობლივად გადაჭრათ წარმოქმნილი პრობლემა. რათქმაუნდა პრობლემის გადაჭრა ყოველთვის ვერ ხერხდება, თუმცა პრობლემის გაჟღერება გაძლევთ, საშუალებას განთავისუფლდეთ დაგროვილი ნეგატივისგან.

 

 

4. აირჩიეთ რთული გზები

 

ეს მეთოდი შეიძლება მოგეჩვენოთ აბსურდულად, თუმცა ის საკმაოდ ეფექტურია. ცადეთ გაიხეხოთ კბილები მეორე ხელით (რომლითაც არ იხეხავდით აქამდე). ცადეთ მართოთ მაუსის კურსორი მეორე ხელით და ა.შ. შეძლებთ?

 

როდესაც ჩვენს ჩვეულ მოქმედებებში შეგვაქვს პატარა ცვლილებები, ჩვენი ტვინი იძულებულია იფიქროს, ცვლილებების გათვალისწინებით როგორ მიიღოს იგივე შედეგი, რაც ადრე. ეს დადებითად აისახება მის ფუნქციონირებაზე.

 

რჩევა:

დააყენეთ თქვენი ტვინი ახალი გამოწვევების წინაშე და აიძულეთ მოძებნოს ახალი გადაწყვეტილებები. იარეთ სამსახურში ახალი მარშრუტებით, უცნობ ქალაქებში ისწავლეთ ორიენტირება რუკების საშუალებით, ისაუბრეთ მეგობრებთან იმ ენაზე, რომელსაც სწავლობთ.

 

 

5. უინტერნეტოდ

 

ყოველ დღე ვეძებთ ინფორმაციას და არც კი ვფიქრობთ, რამდენად მარტივად ვიღებთ მას და რამდენად ჩქარა ორთქლდება ეს ინფორმაცია ჩვენი გონებიდან. რამდენიმე კლიკი და უკვე გვაქვს ჩვენს კითხვაზე პასუხი.

 

ინტერნეტი — რათქმაუნდა, ყველაზე მარტივი და სწრაფი გზაა ინფორმაციის მისაღებად. მაგრამ ის აზარმაცებს ჩვენს ტვინს, აღარ გვჭირდება იმაზე ფიქრი, რომ რაღაც არ ვიცით. ინტერნეტი ხომ ყველგანაა, ესე იგი ცოდნასთან წვდომაც უწყვეტად გვაქვს.

 

რჩევა:

შეეცადეთ დროებით უარი თქვათ საძიებო სისტემებზე, ონლაინ მთარგმნელებზე და კალკულატორზე. ცადეთ გააკეთოთ გამოთვლები გონებაში, მოძებნოთ პასუხები წიგნებში ან მოახდინოთ ციფრებით მანიპულაცია ფურცელზე. კი, ეს ბევრად მეტ დროს წაგართმევთ, სამაგიეროდ აიძულებს თქვენს გონებას იმუშაოს ორმაგად, ხოლო თქვენ — მეტად დააფასებთ ინფორმაციას.

 

 

6. ითამაშეთ ინტელექტუალური თამაშები

 

თამაშებს და პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობს ტვინის მუშაობის სტიმულაციას, როგორც წესი იგონებენ ნევროპათოლოგები და კოგნიტური ფსიქოლოგები სპეციალურად იმისთვის, რომ გააუმჯობესონ ტვინის სხვადასხვა ნაწილების მუშაობა. ზოგი თამაში ხელს უწყობს მახსოვრობის გაუმჯობესებას, ზოგი აუმჯობესებს ყურადღებას, სხვები კი ავარჯიშებენ სივრცეში ორიენტირების ან კონცენტრაციის უნარს.

 

რჩევა:

მოიფიქრეთ რა მიმართულებით გინდათ ტვინის განვითარება. გინდათ ავარჯიშოთ მახსოვრობა? ითამაშეთ თამაშები, რომლებიც გასწავლიან დაიმახსოვროთ სხვადასხვა მიმდევრობები. გინდათ გახდეთ მეტად დაკვირვებული? ითამაშეთ თამაშები, რომელშიც საჭიროა მოძებნოთ სხვადასხვა ნივთები. ან უბრალოდ ითამაშეთ შახმატი. თქვენ შეგიძლიათ თვითონ აირჩიოთ, როგორ და რა მიმართულებით გინდათ ტვინის ვარჯიში.

 

 

7. ისაუბრეთ საკუთარ თავთან

საკუთარ თავთან საუბარს თვლიან, არამყარი ფსიქოლოგიური მდგომარეობის ნიშნად, მაგრამ, ახალი გამოკვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ ის ხელს უწყობს გონებრივი აქტივობის სტიმულირებას.

 

როდესაც საუბრობთ საკუთარ თავთან, სწავლობთ ინფორმაციის სისტემატიზირებას და გამარტივებას, ხოლო ეს ხშირად გვეხმარება პრობლემების ეფექტურად მოგვარებაში. რა თქმა უნდა ჯობია საზოგადოებრივ ადგილებში არ ისაუბროთ საკუთარ თავთან.

 

 

8. უსმინეთ კლასიკურ მუსიკას

 

განსაკუთრებით მოცარტს. 1995 წელს პსიქოლოგმა ფრენსის რაუშერმა ოთახში მოათავსა ოცდაათი ვირთხა. ამ ოთახში ორი თვის განმავლობაში პერიოდულად ჟღერდა კლასიკური მუსიკა. ექსპერიმენტის შემდეგ გაირკვა, რომ ოთახში მოთავსებულმა ვირთხებმა ბევრად უფრო სწრაფად და უშეცდომოდ გაირბინეს ლაბირინთი, ვიდრე ვირთხების სხვა ჯგუფმა, რომელიც ორი თვის მანძილზე სიჩუმეში ცხოვრობდა.

 

მუსიკა ადამიანზეც მსგავსად მოქმედებს. მუსიკას შეუძლია არა მარტო ხასიათის შეცვლა, არამედ გონებრივ შესაძლებლობებზე მოქმედება დადებითადაც და უარყოფითადაც.

 

რჩევა:

მოერიდეთ უგემოვნო მუსიკას.

 

 

9. შეისწავლეთ უცხო ენები

 

როდესაც ვსწავლობთ ახალ ენას, ჩვენი ტვინი აქტიურად მუშაობს: ვავარჯიშებთ მახსოვრობას, როდესაც ვიმახსოვრებთ ახალ სიტყვებს, ვავარჯიშებთ საუბრის უნარებს, ვცდილობთ ვიფიქროთ უცხო ენაზე. იმ ადამიანის ტვინი, რომელიც საუბრობს რამდენიმე ენაზე, მუშაობს მეტად ეფექტურად, ვიდრე იმ ადამიანის ტვინი, ვინც მხოლოდ ერთი ენა იცის.

 

რჩევა:

დაიწყეთ ახალი ენის შესწავლა ან ივარჯიშეთ იმ ენებში, რომელიც ნაწილობრივ უკვე შეისწავლეთ. ესაუბრეთ ადამიანებს, რომლებიც უკვე სრულფასოვნად ფლობენ სასურველ უცხო ენას.

 

 

10. იყავით ინტელექტუალური პიროვნებების გარემოცვაში

 

გარშემომყოფები იმაზე მეტად მოქმედებენ ჩვენზე, ვიდრე ვისურვებდით. ამიტომ შეეცადეთ იყოთ ისეთ გარემოცვაში, სადაც გარშემომყოფებს შეეძლებათ მოგცენ პასუხი ისეთ კითხვებზე, რომელზეც თქვენ არ გაქვთ პასუხები.

 

რჩევა:

გააფართოვეთ ურთიერთბის ზონა და გაიცანით ის ადამიანები, რომლებისგანაც შეძლებთ ისწავლოთ, რაღაც ახალი და კარგი. მოერიდეთ ხალხს, რომლებსაც თვითგანვითარების სურვილი არ აქვთ და დროს გაკარგინებენ.

 

 



სტიმული ავტორს მკითხველისგან



4351
2016-11-13


შეგიძლიათ წაიკითხოთ

ჩვენ სოციალურ ქსელებში


©2016 TOSTER.GE. ყველა უფლება დაცულია.დიზაინი დამზადებულია TOSTER.GE მიერ. საიტის კონტენტის სრული ან ნაწილობრივი კოპირება ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე იკრძალება.