კინოს ისტორიაში 10 ყველაზე დამაბნეველი ფინალის განმარტება



არის ფილმები, რომლის სიუჟეტის გამოცნობა ძალიან მარტივია და ტვინის ჭყლეტვას არ მოითხოვს, თუმცა არის ისეთი ფილმებიც, რომლის ყურების შემდეგაც გიჩნდებათ კითხვა: «ანუ საბოლოო ჯამში რამოხდა?» ასეთი ფილმების ფინალი მოულოდნელობის მიღმა, ბევრისთვის გაუგებარიც არის.

 

TOSTER.GE გთავაზობთ კინოს ისტორიაში ათი ყველაზე დამაბნეველი ფინალის განმარტებას, რომელმაც ბევრი მაყურებელის ნერვები შეიწირა.

ფრთხილად! სტატიაში არის სპოილერები.

 

1. «დასაწყისი» კობი ისევ სიზმარშია თუ მართლა დაბრუნდა შვილებთან?

 

რეჟისორის ქ.ნოლანის განმარტება:

დი კაპრიოს გმირი დარჩა თავის შვილებთან თავისივე სუბიექტურ რეალობაში.

მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რეალური იყო თუ არა გარშემო მოვლენები. შესაძლოა, რეალობის ყველა ეტაპი ერთნაირი შემცველობისაა.

ამაშია დასასრულის მთელი აზრი.

 

2. «ბეთმენი: შავი რაინდის აღზევება» ბეტმენი დაიღუპა და ეს უბრალოდ ალფრედის ოცნებაა?

 

ალფრედი რეალურად ხვდება ბრიუსს და სელენას ფლორენციაში, მიუხედავად იმისა რომ ეს სცენა ძალიან გავს ალფრედის ოცნებას.

ამ ვერსიის ორი დამამტკიცებელი ფაქტი:

1)   ბეთმენის თვითმფრინავში ავტოპილოტი იყო შეკეთებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ბრიუსი არ დაღუპულა.

2)   ქრისტიან ბეილიც თვლის, რომ მისი გმირი გადარჩა.

 

3. «ბერდმენი» რატომ იყურება სემი მაღლა მაშინ, როდესაც მისი მამა თითქოსდა ფანჯრიდან გადახტა?

 

პირველი ვერსია:

ყველაფერი რაც თავში გასროლის შემდეგ ხდება, რიგანის სასიკვდილო ჰალუცინაციებია.

მეორე ვერსია:

სემმა დაინახა მამამისის სული, რომელიც აფრინდა ზემოთ.

მესამე ვერსია:

რიგანს მართლა ჰქონდა სუპერძალები და ის უბრალოდ გაფრინდა.

 

4. «ინტერსტელარი» რატომ და როგორ აღმოჩნდა კუპერი თავისი შვილის კარადის უკან?

 

ტესერაქტი (კუბი) ოთხგანზომილებიან სივრცეში, რომელშიც აღმოჩნდა კუპერი, შექმნილი იყო არა უცხოპლანეტელების, არამედ მომავლის ადამიანების მიერ.

 

მათ ეს გააკეთეს იმიტომ, რომ კუპერის შვილის გამოგონებამ იხსნა კაცობრიობა გადაშენებისგან.

 

კუპერის დახმარებით მომავლის ადამიანებს უნდოდათ გადაეცათ მისი შვილისთვის (მერფისთვის), ცოდნა რომელიც საჭირო იყო მთავარი გამოთვლებისთვის.

 

5. «2001: კოსმიური ოდისეა» ბოუმენი მოკვდა, შემდეგ კი აღსდგა სხვა სამყაროში? სინამდვილეში რა მოუვიდა ბოუმენს?

 

რეჟისორის ს.კუბრიკის განმარტება:

«მონოლიტის» გამოკვლევის შემდეგ ბოუმენი გადაადგილდა  «უსასრულობაში». ადგილზე სადაც დროის კანონი არ მოქმედებს, ის ხედავს თავის ცხოვრებას: სიკვდილი, დაბადება, საშუალო ასაკი. ის ახლიდან დაიბადე, როგორც «ვარსკვლავების შვილი»  ანგელოზების ან სუპერმენის, რომელიც დაბრუნდება დედამიწაზე, რომ დაეხმაროს კაცობრიობას ევოლუციის შემდეგი ნაბიჯების გადადგმაში.

 

6. «შეშლილთა კუნძული» გამოდის, რომ «ტედის» არ უშველა მკურნალობამ?

 

როდესაც ენდრიუ ასახელებს დოქტორ «ჩაკს», დოქტორი ხვდება, რომ ის არ განკურნებულა.

 

თუმცა დი კაპრიოს ბოლო ფრაზა: «რომელია უარესი? — იცხოვრო როგორც მონსტრმა თუ მოკვდე ადამიანად?» — ყველაფერს ცვლის.

 

ასეთი ხერხით, ენდრიუ აღიარებს, რომ ყველაფერი კარგად ესმის, თუმცა ურჩევნია მოკვდეს და მიიღოს სიმშვიდე, ვიდრე იცხოვროს იმის გააზრებით, რაც ჩაიდინა.

 

7. «ამერიკელი ფსიქოპატი» ყველა ეს მხეცური მკვლელობა პატრიკმა მართლა ჩაიდინა თუ გამოიგონა?

 

ავტორის  ბ. ისტონ ელისის განმარტება:

პატრიკს არ გამოუგონია დანაშაულები, ისინი მან მართლა ჩაიდინა. სცენა, რომელშიც ადვოკატი იცინის მკვლელის აღიარებაზე, ატარებს სატირიკულ ხასიათის.

 

ამ გზით ავტორი დასცინის აუპ( ახალგაზრდა ურბანული პროფესიონალების) თაობას, რომლებიც იმდენად არიან ჩაციკლულები საკუთარ კეთილდღეობაზე, რომ მარტივად შეუძლიათ დახუჭონ თვალები მანიაკის ყველაზე სასტიკ დანაშაულებზეც კი, თუ ეს მათ არ ეხებათ.

 

8. «მოხუცების ადგილი აქ არ არის» რას ნიშნავს ედ ტომის უცნაური მონოლოგი მის სიზმარზე?

 

პირველი ვერსია:

ედ ტომი მანამდე ფილმში ამბობს, რომ მამამისი ყოველთვის მასზე ახალგაზრდა იქნება იმიტომ, რომ ის ახალგაზრდა გარდაიცვალა. ედი მიატოვებს მანიაკ ჩიგურაზე გამოძიებებს რადგან ხვდება, რომ უკვე მოხუცია — მსოფლიოს სჭირდება ისეთი ხალხი, როგორიც მამამისია, — მარადიულად ახალგაზრდები.

მეორე ვერსია:

შესაძლოა, ედ ტომი გრძნობს, რომ სიკვდილი უახლოვდება და მალე შეხვდება მამამისს, სადაც არ უნდა იყოს ის.

 

9. «მტერი» მკვლელი ობობები იბყრობენ ქალაქს? და ვინ არის ნამდვილი — ისტორიკოსი თუ მსახიობი?

 

ადამი და ენტონი — ეს არის ერთი ადამიანი. რუტინულობით და მოსაწყენი არსებობით დაღლილი ისტორიკოსი იგონებს თავის ტყუპისცალს — მესამეხარისხოვან მსახიობს, რომელიც მეტად ფერადი ცხოვრებით ცხოვრობს.

 

ხოლო ობობა — მეტაფორა, რომელიც ხსნის ქალების არსს. გამოდის, რომ ადამის ცოლი არის საშინელი ობობა.

 

10. «გახსოვდეს» ანუ ტედი მკვლელი იყო?

 

ტედი დაეხმარა ლეონარდოს ნამდვილი მკვლელის პოვნაში და თვლიდა, რომ ეს ლეონარდს მახსოვრობას დაუბრუნებდა, თუმცა ლეონარდმა გააგრძელა დამნაშავეს ნაირი ინიციალების მქონე ადამიანების ძებნა.

ლეონარდს ყოველთვის სჭირდება დამნაშავე, რომელზეც იძიებს შურს, ზუსტად ეს ბედი ეწია ტედის.

ლეონარდი ატყუებს საკუთარ თავს და ცვლის სიმართლეს საკუთარი სურვილების მიხედვით.

 

თქვენ გაქვთ ამ ფილმების განსხვავებული განმარტებები? ან იქნებ იცით ასეთივე თავსატეხი ფილმები? გაგვიზიარეთ კომენტარებში!



სტიმული ავტორს მკითხველისგან



2160
2016-12-03


შეგიძლიათ წაიკითხოთ

ჩვენ სოციალურ ქსელებში


©2016 TOSTER.GE. ყველა უფლება დაცულია.დიზაინი დამზადებულია TOSTER.GE მიერ. საიტის კონტენტის სრული ან ნაწილობრივი კოპირება ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე იკრძალება.